ინვენტარიზაცია N 1723
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ინვენტარიზაცია N 1723
ფაქტობრივი გარემოებები
•დადგენილია, რომ საწარმომ პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე შეიძინა საქონელი (8 ცალი მაცივარი). მაცივრები სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (მარაგებში), მათ შორის დეკლარაციაში, აღრიცხული არ არის
•საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით 2011 წლის მაისში ჩატარებული ინვენტარიზაციით 8 ცალი მაცივრიდან ფაქტობრივად ადგილზე აღმოჩნდა 3 ცალი მაცივარი
•ვარიანტი 1: შეძენა განხორციელდა 2009 წელს. 2011 წლამდე საწარმოში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა
•ვარიანტი 2: შეძენა განხორციელდა 2011 წლის თებერვალში
შეფასება
•ორივე ვარიანტში: სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი და ფაქტობრივად არსებული 3 ცალი მაცივარი ჩაითვლება სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხავ და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე არსებულ (გამოვლენილ ) საქონლად
•პირველ ვარიანტში: 5 ცალი მაცივარი ჩაითვლება 2009 წლის დეკემბერში საბაზრო ფასით მიწოდებულად
•მე-2 ვარიანტში: 5 ცალი მაცივარი ჩაითვლება დანაკლისად
ღონისძიებები
•ორივე ვარიანტში: 3 ცალი მაცივრის აღურიცხველობისთვის პირი დაჯარიმდება სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით
•პირველ ვარიანტში: 5 ცალი მაცივრის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით პირს დაერიცხება კუთვნილი გადასახადები და გადასახადის შემცირების შემთხვეაში ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით
•მე-2 ვარიანტში: 5 ცალი მაცივრის დანაკლისისათვის პირი დაჯარიმდება სსკ-ის 286-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით