N 3288-XIმს-Xმპ -16/06/2023 - „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-7 მუხლის 121 და 122 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„121. რადიოაქტიური მასალის ქვეყნის შიგნით შეძენის ნებართვა − 20 ლარი.
122. რადიოაქტიური მასალის იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, რადიოაქტიური მასალის მწარმოებელთან დაბრუნების, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტის, ექსპორტის ნებართვა − 40 ლარი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,16 ივნისი 2023 წ.
N3288-XIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე