ბრძანება N 12359
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12359
05.06.2023
შპს „-- -- -ის“ (ს/ნ --------------)
(მის.: -------------------------------)
2023 წლის 15 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისის სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა შპს „-- -- -ის“ (ს/ნ --------------) 2023 წლის 15 თებერვლის №27775/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 იანვრის ID: ------- შესაგებელთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ შესაგებელს უარის თქმის თაობაზე. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის წარმოქმნის საკითხი და ისტორია გულდასმით არ იქნა შესწავლილი, ასევე უგულვებელყოფილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80, 811 , 812 პუნქტების მოთხოვნები. ზედმეტად გადახდილ თანხებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საწარმოს მიერ განხორციელებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ იქნა შეტანილი მერიის ნუსხაში, რომლის საფუძველზეც საწარმოს უფლება მიეცემოდა გათავისუფლებულიყო დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით უძრავი ქონების მიწოდების დროს. საწარმოს მიერ ბინების რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო 2019 წლის 7 მაისის უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს „-- -- -ის“ უფლება მიეცა ესარგებლა დადგენილი შეღავათით, რის საფუძველზეც საწარმოს მიერ დაზუსტდა დეკლარაციები და ბინების რეალიზაცია გათავისუფლებულ იქნა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, შედეგად აღდგენილ იქნა ბიუჯეტში გადახდილი დღგ.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად განხორციელდა შპს „-- -- -ის“ (ს/ნ --------------) 2022 წლის 27 დეკემბრის მოთხოვნის (ID -----) შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის თანახმად,შპს „-- -- -ის“ (ს/ნ --------------) პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა გამოწვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შედეგად.
შპს „-- -- -ის“ (ს/ნ --------------) 2023 წლის 16 იანვარს „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა- ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის ,,ბ“ პუნქტის საფუძველზე „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, კერძოდ, შპს „-- -- -ის“ (ს/ნ --------------) ბიუჯეტის მიმართ ზედმეტობა წარმოშობილია 2016-2019 წლიდან, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის ) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე თავის 135 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, თუ გასულია „მოთხოვნის“ წარდგენის ხანდაზმულობის ვადა (ხანდაზმული მოთხოვნის ნაწილში).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი, კერძოდ, შპს „-- -- -ის“ (ს/ნ --------------) ბიუჯეტის მიმართ ზედმეტობა წარმოშობილია 2016-2019 წლიდან, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-- -- -ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ შესაგებელს უარის თქმის თაობაზე.უგულვებელყოფილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80, 811 , 812 პუნქტების მოთხოვნები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა- ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის ,,ბ“ პუნქტის საფუძველზე „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, კერძოდ, მომჩივანს ბიუჯეტის მიმართ ზედმეტობა წარმოშობილია 2016-2019 წლიდან, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4(8);63(1); 65(1,2,3,4,5); 302(6); 309(79,80,811,822);
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა- ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის ,,ბ“ პუნქტი;VI1 თავის 131 მუხლის პირველ ნაწილი;