სასარგებლო ნარჩენი ღირებულება N 2621
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სასარგებლო ნარჩენი ღირებულება N 2621
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X"-მა 2017 წლის აგვისტოს თვეში დაშალა 100 000 ლარის ღირებულების სასაწყობე ფართი, რომელიც დაზიანდა გაჩენილი ხანძრის გამო. დაშლილი აქტივიდან მიიღო სასარგებლო ნარჩენი მასალები 20 000 ლარის ღირებულების. საწარმოს საგადასახადო ანგარიშგება აღნიშნულ ოპერაციაზე არ მოუხდენია.
შეფასება
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებ/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა და ამ კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით დაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.
· ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი არ იკვეთება და შესაბამისად, საწარმოს ქმედება მართლზომიერია.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვ ევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X” მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით