საგადასახადო დავალიანების გაუქმება N 2321

2321 საგადასახადო დავალიანების გაუქმება - ძალადაკარგული) 27.11.2011
№ დოკუმენტი 2321
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საგადასახადო დავალიანების გაუქმება N 2321

ფაქტობრივი გარემოებები

•პირს ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რომლის საფუძვლის შესახებ დოკუმენტაცია (დეკლარაცია, შემოწმების მასალები და სხვა ინფორმაცია) საგადასახადო ორგანოში (საარქივო სამმართველო) არ იძებნება

•პირი არ აღიარებს, არ ასრულებს და სადავოდ ხდის საგადასახადო ვალდებულებას იმ მოტივით, რომ ასეთი ვალდებულება მას არ დაკისრებია

შეფასება

•გადასახადის ადმინისტრირებას ექვემდებარება მხოლოდ სსკ-ის 68-ე მუხლის დაცვით დარიცხული თანხა; თუ საგადასახადო ორგანოში არ იძებნება საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის საფუძველი, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების ადმინისტრირება არამართლზომიერია

ღონისძიებები

•შესაბამის საგადასახადო ორგანოში და საარქივო სამმართველოში ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, მომსახურების დეპარტამენტი ადგენს სათანადო ინფორმაციას/დასკვნას ინფორმაციის არარსებობის შესახებ. დავალიანების გაუქმების საკითხს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭო

•იმავე დროს საგადასახადო ორგანო მიმართავს: აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს კონტროლის პალატას, ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და გამოითხოვს ინფორმაციას კონკრეტული გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულების საფუძვლისა და შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობის თაობაზე

•ზემოაღნიშნული ორგანოებიდან საგადასახადო ვალდებულების არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გადამხდელს აღუდგება საგადასახადო დავალიანება