N 800 - 24/12/2020 - „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8401-9033 კოდებში მითითებული საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №431 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 24.12.2020
№ დოკუმენტი 800
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №800

2020 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8401-9033 კოდებში მითითებული საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №431 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8401-9033 კოდებში მითითებული საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №431 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/09/2016, 190040000.10.003.019496) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8401-9033 კოდებში მითითებული საქონლის ნუსხა“.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული საქონლის იმპორტისას დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა ხორციელდება ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებიდან არაუგვიანეს 45 დღისა.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

 

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე