N 1638-რს - 07/12/2017 - „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) 311 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ საქართველოს ფინანსთა, იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების სისტემების თანამშრომლები, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით – სხვა პირები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,7 დეკემბერი 2017 წ.
N1638-რს
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე