N 794 - 24/12/2020 - „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №794
2020 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
„არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2016, 240110000.10.003.019634) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების ნუსხა“ (დანართი №2) და „აფლატოქსინით დაბინძურების (კონტამინაციის) რისკის შემცველი არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების ნუსხა“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. „საერთო შესვლის დოკუმენტის შევსების წესით“ (დანართი №5) გათვალისწინებული გრაფა I.13-ის შევსების წესი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გრაფა I.13 საქონლის სეს ესნ კოდი – საქონლის სეს ესნ კოდი, როგორც ეს განსაზღვრულია „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
გიორგი გახარია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე