არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის განსაზღვრა N 2110
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის განსაზღვრა N 2110
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოში ჩატარებული შემოწმებით დადგინდა:
ა) ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი
ბ)ბუღალტრული ნაშთი
გ) საშუალო სარეალიზაციო ფასნამატი
დ)ინვენტარიზაციის მომენტამდე შეძენები
· მოგების დეკლარაციით დადგენილია საწყისი მარაგები, ხოლო დღგ-ის დეკლარაციებით-ინვენტარიზაციის მომენტამდე ბრუნვები.
· გაანალიზდა და ერთმანეთთან შედარდა მარაგების მოძრაობა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები (საწყის მარაგებს+შეძენილი მარაგები- ბუღ.ნაშთი ინვენტარიზაციის მომენტისათვის-დანაკლისი) X ფასნამატის %)
· შედარებისას გამოვლენილია სხვაობა, რომელიც აღემატება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას ინვენტარიზაციის მომენტისათვის
შეფასება
· სსკ-ის 73-ე (ძვ. 104-ე) მუხლის გათვალისწინებით, შედარებისას გამოვლენილი სხვაობა უნდა დაემატოს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, საგადასახადო პერიოდების მიხედვით დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად.
· მოგების გადასახადის მიზნებისათვის, ერთობლივ შემოსავალს დაემატება ინვენტარიზაციის მომენტისათვის მარაგების გაანალიზების შედეგად გამოვლენილი სხვაობა
ღონისძიებები
· გამოვლენილი სხვაობა პროპორციულად დაემატება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს და დაზუსტდება დღგ-ის თანხა
· ერთობლივ შემოსავალს დაემატება სხვაობა და შესაბამის საგადასახადო პერიოდებზე დაზუსტდება მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა
· საწარმოს, შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, დაეკისრება ჯარიმა სსკ-ის 275-ე (ძვ.132-ე) მუხლის შესაბამისად.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 16 დეკემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით