N 269 - 09/08/2024 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №269
2024 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი , 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი : 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და VII5 კარის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VII6 კარი :
„კარი VII6
ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე (ბირჟაზე ) ელექტროენერგიით ვაჭრობის და მასთან დაკავშირებული საქმიანობის გადასახადებით დაბეგვრა და საგადასახადო ანგარიშგება
მუხლი 11110. ზოგადი დებულებები
წინამდებარე კარი განსაზღვრავს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ “ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით “ (შემდგომში – ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია ) განსაზღვრული ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტების მიერ ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის ფარგლებში საგადასახადო ვალდებულებების შესრულების , სააღრიცხვო დოკუმენტაციის /პირველადი საგადასახადო დოკუმენტების წარმოების და სათანადო ანგარიშგების პროცედურულ დებულებებს .
მუხლი 11111. ტერმინთა განმარტება
ამ კარში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ “ საქართველოს კანონით და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესებით “ (შემდგომში – ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესები ) განსაზღვრული მნიშვნელობა . სხვა ტერმინებს , ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის , აქვს შემდეგი მნიშვნელობა :
ა ) ელექტროენერგიის მიწოდება – თუ სხვაგვარად არ არის ამ ინსტრუქციაში განმარტებული , გულისხმობს ელექტროენერგიის გაყიდვას ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტის მიერ ;
ბ ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტი – ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით გათვალისწინებული სუბიექტები ;
გ ) ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდება – საბითუმო ბაზრის სუბიექტის მიერ ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდება სალტეზე , რომელიც აღირიცხება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ;
დ ) საბოლოო მომხმარებელი – პირი , რომელიც ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის ყიდულობს და შესაბამისი მიზნით /სტატუსით დარეგისტრირებულია საბითუმო ბაზარზე .
მუხლი 11112. ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის გადასახადებით დაბეგვრის წესი
1. ამ კარის მიზნებისთვის , ბირჟის ოპერატორი წარმოადგენს ელექტროენერგიის ყიდვა -გაყიდვის შესახებ ელექტროენერგიის ბირჟაზე დადებული ხელშეკრულების მხარეს და პასუხისმგებელია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე .
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით , ბირჟის ოპერატორი განიხილება ელექტროენერგიის მიწოდების სამეურნეო ოპერაციის მხარედ და , შესაბამისად , წარმოადგენს :
ა ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სხვა სუბიექტის მიერ ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის გაყიდვისას – ელექტროენერგიის მყიდველ დასაბეგრ პირს (მიმღებს );
ბ ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სხვა სუბიექტის მიერ ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვისას – ელექტროენერგიის გამყიდველ დასაბეგრ პირს (მიმწოდებელს ).
3. ბირჟის ოპერატორი , ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესების შესაბამისად , უფლებამოსილია , ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის /მომსახურების გაწევის შედეგების მიხედვით , როგორც მის მიერ გაყიდულ , ისე მის მიერ შესყიდულ ელექტროენერგიაზე და გაწეულ მომსახურებაზე ელექტრონულად გამოწეროს და ბაზრის შესაბამის მონაწილეს წარუდგინოს ინვოისი .
4. ბირჟის ოპერატორის მიერ ამ მუხლის მე -3 პუნქტის შესაბამისად გამოწერილი და წარდგენილი ინვოისი წარმოადგენს ელექტროენერგიის მიწოდების /მომსახურების გაწევის ოპერაციის ამსახველ , საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებულ პირველად საგადასახადო დოკუმენტს და ადასტურებს ელექტროენერგიის მყიდველის /მომსახურების მიმღების მიერ გაწეულ ხარჯს .
5. ელექტროენერგიის ბირჟაზე ვაჭრობის დროს , გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის , ელექტროენერგიის მიწოდებად განიხილება მის განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა .
6. ელექტროენერგიის მიწოდების და , შესაბამისად , მის განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემის მომენტად ითვლება ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების მომენტი .
7. დღგ -ით დაბეგვრის მიზნისთვის , დაბეგვრის დრო განისაზღვრება ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების მომენტით , გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე -2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა .
მაგალითი №1
ფაქტობრივი გარემოება :
საბითუმო ბაზრის სუბიექტმა , რომელიც რეგისტრირებულია ბირჟის მონაწილედ და წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტს , ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე 2024 წლის 31 აგვისტოს განათავსა განაცხადი 10 მეგვტ -სთ ელექტროენერგიის გაყიდვის შესახებ , რომელიც ითვალისწინებს მომდევნო ფიზიკური მიწოდების დღისათვის , კერძოდ , 2024 წლის 1 სექტემბრის შესაბამისი საათისთვის , ელექტროენერგიის მიწოდების შეთავაზებას . მონაწილემ შეძლო ბირჟაზე ელექტროენერგიის გაყიდვა მისი განაცხადის შესაბამისად .
შეფასება :
მიუხედავად იმისა , რომ დღით ადრე ბაზრის აუქციონი იხურება ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების დღის (1 სექტემბერი ) წინა კალენდარულ დღეს (31 აგვისტო ) და , შესაბამისად , განაცხადის წარდგენაც და მისი დაკმაყოფილებაც ხორციელდება ფიზიკური მიწოდების წინა კალენდარულ დღეს , საგადასახადო მიზნებისთვის , საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემას ადგილი აქვს ფიზიკური მიწოდების მომენტში . ამრიგად , მიწოდების მომენტად განიხილება ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების დრო , კერძოდ , 2024 წლის 1 სექტემბერი .
მაგალითი №2
ფაქტობრივი გარემოება :
საბითუმო ბაზრის სუბიექტმა , რომელიც რეგისტრირებულია ბირჟის მონაწილედ და წარმოადგენს საბოლოო მომხმარებელს , დღით ადრე ბაზარზე 2024 წლის 31 აგვისტოს განათავსა განაცხადი 10 მეგვტ -სთ ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ , რომელიც ითვალისწინებს მომდევნო ფიზიკური მიწოდების დღისათვის , კერძოდ , 2024 წლის 1 სექტემბრის 13:00 სთ - 14:00 სთ დროის შუალედში ელექტროენერგიის ყიდვის შეთავაზებას . მონაწილემ შეძლო ბირჟაზე ელექტროენერგიის შესყიდვა მისი განაცხადის შესაბამისად .
2024 წლის 31 აგვისტოს 13:00 საათის შემდგომ , საბოლოო მომხმარებელმა დღიურ ბაზარზე განათავსა განაცხადი 10 მეგვტ -სთ ელექტროენერგიის გაყიდვის შესახებ , რომელიც წარმოადგენს შესყიდვის შესახებ დღით ადრე ბაზარზე დაკმაყოფილებული განაცხადით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გაყიდვის შეთავაზებას 2024 წლის 1 სექტემბრის 13:00 სთ - 14:00 სთ დროის შუალედში . იმავე დღეს (2024 წლის 31 აგვისტოს ) დღიურ ბაზარზე დაკმაყოფილდა საბოლოო მომხმარებლის განაცხადი გაყიდვის შესახებ .
შეფასება :
მიუხედავად იმისა , რომ დღით ადრე ბაზარზე გაყიდვის შესახებ დაკმაყოფილებული განაცხადი ბაზრის წესების შესაბამისად დაკმაყოფილდა ფიზიკური მიწოდების წინა კალენდარულ დღეს - 31 აგვისტოს , საგადასახადო მიზნებისთვის , საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემას ადგილი აქვს ფიზიკური მიწოდების მომენტში . შესაბამისად , ელექტროენერგიის მიწოდების მომენტად განიხილება ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების დრო , კერძოდ - 2024 წლის 1 სექტემბერი . ანალოგიურად , ვინაიდან დღიურ ბაზარზე ელექტროენერგიის გაყიდვა მოხდა ამავე პერიოდში (1 სექტემბერი ) მიწოდების მიზნით , დღიურ ბაზარზე ვაჭრობიდან გამომდინარე ელექტროენერგიის მიწოდების მომენტად განიხილება ასევე 1 სექტემბერი .
აღნიშნულის გათვალისწინებით , საბოლოო მომხმარებლის მიერ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე განთავსებული განაცხადების საფუძველზე , საბოლოო მომხმარებლის მიერ ადგილი აქვს ფიზიკური მიწოდების დღისათვის , კერძოდ , 2024 წლის 1 სექტემბრის 13:00 სთ - 14:00 სთ დროის შუალედში ელექტროენერგიის როგორც შესყიდვას , ასევე მიწოდებას .
8. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტის მიერ ბირჟის ოპერატორისთვის ელექტროენერგიის მიწოდებისას , ბირჟის ოპერატორი როგორც მყიდველი მხარე , არ წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საბოლოო მომხმარებელს და არც საკუთარი მოხმარებისთვის ახორციელებს ელექტროენერგიის შეძენას .
9. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტის მიერ ბირჟის ოპერატორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია დღგ -სგან , საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე -4 ნაწილის „ჩ “ ქვეპუნქტის შესაბამისად .
10. ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტის მიერ ელექტროენერგიის ყიდვისას , ბირჟის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტისთვის ელექტროენერგიის მიწოდება დღგ -ით იბეგრება შემდეგი წესით :
ა ) თუ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტის მიერ ბირჟაზე განაცხადის განთავსება და , შესაბამისად , ელექტროენერგიის ყიდვა ხდება საბოლოო მოხმარების მიზნით (პირის მიერ , რომელიც შესაბამისი სტატუსით რეგისტრირებულია საბითუმო ბაზარზე ), ელექტროენერგიის მიწოდება ექვემდებარება დღგ -ით დაბეგვრას ;
ბ ) თუ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტის მიერ ბირჟაზე განაცხადის განთავსება და , შესაბამისად , ელექტროენერგიის ყიდვა ხდება ამ პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით (პირის მიერ , რომელიც რეგისტრირებულია განსხვავებული სტატუსით ), ელექტროენერგიის მიწოდება ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია დღგ -სგან .
11. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტის სტატუსი დასტურდება საბითუმო ბაზარზე მარეგისტრირებელი პირის მიერ მისი რეგისტრაციით , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად .
12. თუ პირი საბითუმო ბაზარზე ყიდულობს ელექტროენერგიას ამ მუხლის მე -10 პუნქტის როგორც „ა “ ქვეპუნქტით , ასევე „ბ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნობრიობით , მის მიერ საბითუმო ბაზარზე შესყიდული ელექტროენერგიის (მათ შორის , ბირჟაზე და საბალანსო ელექტროენერგიის ) დაბეგვრა განხორციელდება თითოეულ შემთხვევაში დამოუკიდებლად , შესყიდვის მიზნობრიობის შესაბამისად .
13. საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ერთზე მეტი მიწოდების ოპერაციის არსებობისას , ელექტროენერგიის მიმწოდებლის /მომსახურების გამწევის მიერ გამოიწერება და გაიცემა განხორციელებული ოპერაციების ჯამური მონაცემების ამსახველი ერთი საფ , ამ ინსტრუქციის 53-ე მუხლის მე -7 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად .
14. ამ ინსტრუქციის 11113 მუხლის „ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა ექვემდებარება დღგ -ით დაბეგვრას . ამასთან , მომსახურების გამწევის მიერ საფ -ის გამოწერის შემთხვევაში , მასში მომსახურების შესახებ ინფორმაცია შეიტანება ელექტროენერგიის მიწოდებისგან დამოუკიდებლად .
მუხლი 11113. დაბეგვრის წესი ელექტროენერგიის ბირჟაზე უარყოფითი საბაზრო ფასის შემთხვევაში
იმ შემთხვევაში , როდესაც ბირჟაზე (დღით ადრე და /ან დღიური ბაზრის ) ფასი უარყოფითია (რა დროსაც ბირჟაზე ელექტროენერგიის მყიდველი ყიდულობს ელექტროენერგიას და იღებს ანაზღაურებას ბირჟის ოპერატორისგან , ხოლო ელექტროენერგიის გამყიდველი ბირჟაზე ყიდის ელექტროენერგიას და ბირჟის ოპერატორს უხდის ანაზღაურებას ):
ა ) ელექტროენერგიის გამყიდველის მიერ ბირჟის ოპერატორისათვის და ბირჟის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის მყიდველისთვის ელექტროენერგიის მიწოდება არ განიხილება დღგ -ით დასაბეგრ ოპერაციად და მოგების ან , შესაბამის შემთხვევაში , საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად ;
ბ ) ელექტროენერგიის მიმღებისთვის (ბირჟის ოპერატორი ან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სხვა სუბიექტი , რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას ) ანაზღაურების სანაცვლოდ ელექტროენერგიის მიღება განიხილება მის მიერ მომსახურების გაწევად და ექვემდებარება დღგ -ით დაბეგვრას .
მაგალითი №3
ფაქტობრივი გარემოება :
საბოლოო მომხმარებელს დღით ადრე ბაზარზე წარდგენილი ჰქონდა ელექტროენერგიის შესყიდვის განაცხადი 2024 წლის 31 აგვისტოს 09:00 სთ -დან 10:00 სთ -მდე ფიზიკური მიწოდების პერიოდისათვის , რომლითაც იგი აცხადებდა მზადყოფნას , შეესყიდა 50 მეგვტ -სთ ელექტროენერგია , თუ 1 მეგვტ -სთ -ის ბაზრის ფასი იქნებოდა (-) 200 ლარიდან 150 ლარამდე . დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შედეგად , შესაბამის საათში ჩამოყალიბდა 1 მეგვტ -სთ -ის უარყოფითი ფასი (-) 50 ლარი . შესაბამისად , საბოლოო მომხმარებელმა დღით ადრე ბაზარზე იყიდა 50 მეგვტ -სთ ელექტროენერგია და ბირჟის ოპერატორმა საბოლოო მომხმარებელს აუნაზღაურა 2500 ლარი .
შეფასება :
საგადასახადო მიზნებისათვის , ბირჟის ოპერატორის მიერ 2024 წლის 31 აგვისტოს 09:00 სთ -დან 10:00 სთ -მდე პერიოდისათვის საბოლოო მომხმარებლისათვის 50 მეგვტ -სთ ელექტროენერგიის მიწოდება არ ითვლება დღგ -ით დასაბეგრ ოპერაციად და მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად და , შესაბამისად , არ იბეგრება ამ გადასახადებით . ბირჟის ოპერატორის მიერ საბოლოო მომხმარებლისთვის ანაზღაურებული 2500 ლარი წარმოადგენს საბოლოო მომხმარებლის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებას და ექვემდებარება დღგ -ით დაბეგვრას .
მუხლი 11114. ბირჟის ოპერატორის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურება
ბირჟის ოპერატორის მიერ გაწეული ის მომსახურება , რომელზეც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილია მომსახურების საფასური , ითვლება საბოლოო მომხმარებელზე გაწეულ მომსახურებად და იბეგრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად .“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ლაშა ხუციშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი,წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე