დივიდენდის დაბეგვრა (2011 წლამდე გაცემული შუალედური დივიდენდი საწარმოს დამფუძნებელზე გაცემული უპროცენტი სესხია) N 0102

0102 დივიდენდის დაბეგვრა (2011 წლამდე გაცემული შუალედური დივიდენდი საწარმოს დამფუძნებელზე გაცემული უპროცენტი სესხია) - (ძალადაკარგული) 26.07.2011
№ დოკუმენტი 0102
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დივიდენდის დაბეგვრა N 0102

ფაქტობრივი გარემოებები

· 2011 წლამდე დადგენილი წესით დივიდენდების სახით განაწილებულია შუალედური მოგება (წილის პროპორციულად ან პროპორციის გარეშე)

· გაცემული თანხები დაბეგრილია გადახდის წყაროსთან

· წლიური შედეგებით დადგინდა რომ საწარმოს მოგება არ მიუღია და შესაბამისად განაწილებული თანხები ვერ დაკვალიფიცირდა როგორც დივიდენდი

· ვინაიდან პარტნიორს მხოლოდ დივიდენდის მიღების უფლება აქვს, მიღებულია გადაწყვეტილება თანხების საწარმოსათვის დაბრუნების თაობაზე

შეფასება

· შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება შესაძლებელია

· დასაბრუნებელი თანხა თავისი შინაარსით საწარმოსათვის გაცემის თარიღიდან ჩაითვლება უპროცენტოდ გაცემულ სესხად

· დასაბრუნებელი თანხა თავისი შინაარსით პარტნიორისათვის გაცემის თარიღიდან ჩაითვლება უპროცენტო სესხის მიღებად

· საწარმოს საგადასახდო აგენტის ვალდებულება პარტნიორთან მიმართებაში არ დაეკისრება

ღონისძიებები

· სესხის საბაზრო პროცენტით გაიზრდება საწარმოს ერთობლივი შემოსავალი და მოგების გადასახადის შემცირების შემთხვევაში იგი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ან ძვ. 132-ე) მუხლით

· პარტნიორს სარგებელზე უნდა დაერიცხოს კუთვნილი გადასახადი სსკ-ის 167-ე (ძვ.) მუხლით გათვალისწინებული განაკვეთით

· პარტნიორი დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 274-ე მუხლით

· თუ პარტნიორს წარდგენილი აქვს დეკლარაცია, მაშინ გადასახადის შემცირების შემთხვევაში იგი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ან ძვ 132-ე) მუხლით

წყაროსთან დაკავებული დივიდენდის დეკლარირებული თანხა ექვემდებარება შემცირებას.

ფაქტობრივ გარემოებებში იგულისხმება, რომ დივიდენდი გაცემულ იქნა სსკ-ის 195-ე (1) მუხლით გათვალისწინებულ პირებზე და დაცულია 281-ე (36) მუხლის მოთხოვნები.

თუ პარტნიორი იმავდროულად დაქირავებული პირია აღნიშნული განაცემი არ კვალიფიცირდება ხელფასად და გამოსაქვით ხარჯს არ წარმოადგენს.

თანხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების შემთხვევაში, პარტნიორს უფლება აქვს გამოიქვითოს მის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები.

გადაწყვეტილება თანხის დაბრუნების შესახებ შესაძლოა მიღებულ იქნას შემოწმების მიმდინარეობის პროცესშიც.

სახელმძღვანელო ვრცელდება 2011 წლამდე საგადასახადო პერიოდებზე