N 899-IIს - 01/06/2017 - „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№23−26, მუხ. 504) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ნარჩენებისადმი ეკოლოგიური მოთხოვნები
ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის განხორციელებისას დაცული უნდა იყოს ნარჩენების მართვის კოდექსით, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა ეკოლოგიური მოთხოვნები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,1 ივნისი 2017 წ.
N899-IIს
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე