ავანსის სახით გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა N 2420
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ავანსის სახით გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა N 2420
ფაქტობრივი გარემოებები
•ხელშეკრულებით არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 1000 ლარს
•ხელშეკრულების პირობების თანახმად დამკვეთმა მომსახურების ღირებულების 70% გადაიხადა წინასწარ ავანსის სახით 2010 წლის იანვრის თვეში, ხოლო დარჩენილი 30% 2012 წლის თებერვლის თვეში სამუშაოს ფაქტობრივად შესრულების შემდეგ
•საწარმომ არარეზიდენტი პირისათვის ანაზღაურებულ თანხაზე გადახდის წყაროსთან დაკავება განახორციელა 2012 წლის თებერვლის თვეში
შეფასება
•სსკ-ის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს დაკავებული გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე
•რეზიდენტ საწარმოს ეკისრება საგადასახადო აგენტის ვალდებულება გადახდების მიხედვით. კერძოდ, იანვრის თვეში 700 ლარიდან და თებერვლის თვეში 300 ლარიდან გამომდინარე შესაბამისი განაკვეთების მიხედვით
ღონისძიებები
•იანვრის თვეში გადასახადის შემცირების შემთხვევაში საწარმო დაჯარიმდება