გადაწყვეტილება №26891/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26891/2/2026
20 აპრილი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 11.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26891/2/2026).
დავის საგანი:
ქონებაზე ყადაღის დადება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 2.02.2026 წლის №021-132 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 5.02.2026 წლის №2026/021-132/1 აქტს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ; 3. შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3818 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, ------- (ს/ნ -------) მიმართ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2.02.2026 წელს გამოიცა №021-132 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, 5.02.2026 წელს შედგა №2023/021-132/1 აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
ზემოაღნიშნული აქტები, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.02.2026 წლის №3818 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ი/მ ------- (ს/ნ -------) 2026 წლის 12 იანვრის №99904/1/2026 და 4 თებერვლის №100558/1/2026 საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ნოემბრის №023-22 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 6 თებერვლის №2402 ბრძანებით დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შემოსავლების სამსახური, ასევე, ყურადღებას ამახვილებს, რომ „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის №13446 ბრძანების მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო მოთხოვნა ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და დავების განმხილველმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩაჰბარდა გადასახადის გადამხდელს: თუ მიღებული გადაწყვეტილებით საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველი, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დროებითი ბარათიდან სადავო თანხები ავტომატურ რეჟიმში გადატანილი უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. ამასთან, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სადავო თანხები დარჩება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საბოლოო გადაწყვეტილების (კანონიერ ძალაში შესული) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის/შემოსავლების სამსახურისათვის ჩაბარებამდე. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო გადაწყვეტილებით დადგინდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს/შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვა, სადავო თანხები გადაიტანება ავტომატურ რეჟიმში კვლავ დროებით ბარათზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ი/მ ------- (ს/ნ -------) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2026 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის საფუძველში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელს გააჩნია აღიარებული საგადასახადო ვალდებულება. რაც არ შეესაბამება სინამდვილეს ი.მ. ------- კანონით დადგენილ ვადაში აქვს გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ნოემბრის №023-22 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ნოემბრის №25770 ბრძანება და შემოწმების აქტი. აღნიშნულ საგადახადო მოთხოვნას, ბრძანებს და შემოწმების აქტს გადასახადის გადამხდელი ელექტრონულ პორტალზე გაეცნო 2025 წლის 14 დეკემბერს, ხოლო გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში 2026 წლის 12 იანვარს, საქმის ნომერი №99904/1/2026, დაზუსტებული საჩივარი გამოაგზავნა 2026 წლის 4 თებერვალს საქმის ნომერი 100558/1/2026. საჩივარი საგადასახადო მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით დარჩა განუხილველი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია დავების განხილვის საბჭოში, რომლითაც მოთხოვნილია გასაჩივრების ვადის აღგენა, რადგან გასაჩივრების ვადა გაშვებულია დაუძლეველი ფაქტობრივი გარემოებების გამო. ვინაიდან გააჩნდა საპატიო მიზეზი გასაჩივრების ვადის გაშვებასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება შემოწმების აქტით დარიცხული თანხის აღიარებულ დავალიანებად ჩათვლას.
ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით, გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2.02.2026 წლის №021-132 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და შემოსავლების სამსახურის 5.02.2026 წლის აქტი №2026/021-132/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადატანილი იქნას არაღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დააყადაღოს ვალდებული პირის ქონება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42–ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ქონებაზე ყადაღის (აღწერის) დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის. ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, პირის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურა შეწყდება, თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს წარუდგენს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისი №13446 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო მოთხოვნა ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და დავების განმხილველმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩაჰბარდა გადასახადის გადამხდელს: თუ მიღებული გადაწყვეტილებით საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველი, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დროებითი ბარათიდან სადავო თანხები ავტომატურ რეჟიმში გადატანილი უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. ამასთან, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სადავო თანხები დარჩება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საბოლოო გადაწყვეტილების (კანონიერ ძალაში შესული) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის/შემოსავლების სამსახურისათვის ჩაბარებამდე. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო გადაწყვეტილებით დადგინდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს/შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვა, სადავო თანხები გადაიტანება ავტომატურ რეჟიმში კვლავ დროებით ბარათზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტთან, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 21 ნოემბრის №25770 ბრძანებასთან და 2025 წლის 24 ნოემბრის №023-22 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი ამავე სამსახურის 6.02.2026 წლის №2402 ბრძანებით დარჩა განუხილველი, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისი №13446 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 24 ნოემბრის №023-22 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საგადასახადო ვალდებულებები გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განისაზღვრა როგორც აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები რამაც წარმოშვა შესაძლებლობა შემოსავლების სამსახურს გამოეყენებინა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის იძულებითი ღონისძიებები.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ დაურღვევია მის მიმართ გამოცემული აქტების გასაჩივრების ვადა და შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3818 ბრძანებას მიიჩნევს არამართლზომიერად.
შემოსავლების სამსახურის 6.02.2026 წლის №2402 ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 3.04.2026 წლის №26715/2/2026 გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურის 6.02.2026 წლის №2402 ბრძანება, საჩივრის, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განუხილველად დატოვების თაობაზე გაუქმდა და საჩივარი არსებითად განხილვისთვის დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3818 ბრძანება უნდა გაუქმდეს და შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 3.04.2026 წლის №26715/2/2026 გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3818 ბრძანება;
3. შემოსავლების სამსახურს ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 3.04.2026 წლის №26715/2/2026 გადაწყვეტილების გათვალისწინებით;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ქონებაზე ყადაღის დადება
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტთან, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ ბრძანებასთან და საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი ამავე სამსახურის ბრძანებით დარჩა განუხილველი, საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საგადასახადო ვალდებულებები გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განისაზღვრა როგორც აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები რამაც წარმოშვა შესაძლებლობა შემოსავლების სამსახურს გამოეყენებინა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის იძულებითი ღონისძიებები.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3818 ბრძანება უნდა გაუქმდეს და შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 3.04.2026 წლის №26715/2/2026 გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 241