ზარალის გადატანა (უცხოეთში გადახდილი გადასახადის ჩათვლა) N 2325
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ზარალის გადატანა N 2325
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმო, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, შემოსავლებს იღებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის წყაროდან. საანგარიშო წელს უცხოეთში გადახდილი აქვს მოგების გადასახადი 10 000 ლარის ოდენობით. ამასთან, უფიქსირდება წინა წლების ზარალი 15000 ლარი
· საწარმოს მიერ უცხოეთში გადახდილი მოგების გადასახადის თანხა არ აღემატება იმ თანხის ოდენობას, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ მოგებაზე საქართველოში მოქმედი წესითა და განაკვეთებით
· საანგარიშო წლის შედეგებით საწარმოს მოგების გადასახადმა წინა წლების ზარალის გაუთვალისწინებლად 9 000 ლარი შეადგინა. საწარმომ უცხოეთში გადახდილი გადასახადი ჩაითვალა საანგარიშო წლის მოგების გადასახადში, ხოლო წინა წლების ზარალი გადაიტანა შემდგომ საანგარიშო პერიოდებში.
შეფასება
· სსკ-ის 124-ე მუხლის თანახმად, შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან, საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახდილი მოგების გადასახადის თანხები ჩაითვლება შესაბამისი საგადასახადო წლისათვის ამ მოგებაზე საქართველოში გადასახადის გადახდისას.
· სსკ-ის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე.
· იმის გათვალისწინებით, რომ უცხოეთში მიღებული შემოსავლები ასახულია საანგარიშო წლის ერთობლივ შემოსავლებში, მასზე გადახდილი გადასახადის ჩათვლა ამავე წლის მოგების გადასახადში წინა წლის ზარალის გაუთვალისწინებლად, მართლზომიერია.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 1 აპრილისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდზეც.