N 2-410 - 02/04/2024 - „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-410
2024 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2021, სარეგისტრაციო კოდი 340030000.22.023.016664) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ72-ჰ76“ ქვეპუნქტები:
„ჰ72) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოველური წარმოშობის, მათ შორის, ფრინველისა და თევზისაგან მიღებული ცხოველის საკვებისა და ცხოველის საკვები დანამატების ექსპორტისათვის (დანართი №105);
ჰ73) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სანაშენე და სამომხმარებლო მსხვილფეხა საქონლის ექსპორტისათვის (დანართი №106);
ჰ74) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საკლავი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტისათვის (დანართი №107);
ჰ75) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საკლავი ცხვრისა და თხის ექსპორტისათვის (დანართი №108);
ჰ76) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სანაშენე და სამომხმარებლო ცხვრისა და თხის ექსპორტისათვის (დანართი №109).“.
2. დაემატოს თანდართული შინაარსის დანართები №105-109.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრი
ოთარ შამუგია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე