ბრძანება N 5677
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5677
27/02/2020
ი/მ -----
(მის.: ქ. ------- ს)
2019 წლის 17 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ ----- ს 262368/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება გპაბ-ზე რიცხულ დავალიანებას. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 31 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №5).
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ი/მ ----- ს მინიჭებული ჰქონდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი 2012 წლის პირველი მაისიდან.
გადასახადის გადამხდელმა სტატუსის შეჩერების მიზნით შემოსავლების სამსახურს მიმართა 2014 წლის 18 ივლისს. შესაბამისად 2013 წლის მაისის თვიდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით ი/მ ----- ს დაერიცხა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით გათვალისწინებული გადასახადი 50-50 ლარის ოდენობით.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით ი/მ ----- ს 2020 წლის 17 იანვრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 1138,82 ლარი, გადასახადი - 552,95 ლარი, საურავი - 585,87 ლარი.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ 2013 წელს შეწყვიტა ეკონომიური საქმიანობა და არ იცოდა თუ უნდა წარედგინა განცხადება შემოსავლების სამსახურში აღნიშნულის თაობაზე. 2013 წლის მაისის თვიდან არ ცოდნის გამო არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისათვის, რის გამოც ერიცხება დავალიანება. ითხოვს დაშვებულ იქნას გამონაკლისი და ჩამოეწეროს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 951 მიხედვით, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებსფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ:
ა) პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას,ბ) პირი საგადასახადო ორგანოს მიმართავს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით“.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი N4-ის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში განცხადებით (დანართი №3) მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის.თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების თაობაზე, განცხადებით საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვა არ განუხორციელებია 2014 წლის 18 ივლისამდე, შესაბამისად, 2013 წლის მაისის თვიდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით გათვალისწინებული გადასახადის და მასზე დაკისრებული საურავის დარიცხვა, განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ----- ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება პირადი არღიცხვის ბარათზე არსებულ დავალიანებას და აცხადებს, რომ საქმიანობა შეწყვიტა 2013 წელს და არ იცოდა, რომ აღნიშნული თაობაზე განცხადება უნდა წარედგინა შემოსავლების სამსახურში.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელს მინიჭებული ჰქონდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. გადამხდელმა 2014 წლის 18 ივლისის თვეში სტატუსის შეჩერების მიზნით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შესაბამისად ფიქსირებული სტატუსის მინიჭებიდან გაუქმებამდე პერიოდში გადამხდელს დაერიცხა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით გათვალისწინებული გადასახადი თითოეულ საანგარიშო თვეზე 50 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების თაობაზე, განცხადებით საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვა არ განუხორციელებია 2014 წლის 18 ივლისამდე, შესაბამისად, 2013 წლის მაისის თვიდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით გათვალისწინებული გადასახადის და მასზე დაკისრებული საურავის დარიცხვა, განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 956(1); 272
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი N4-ის 6(1) მუხლი