N 296 - 15/11/2013 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №296
2013 წლის 15 ნოემბერი
ქ.თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.დადგენილების:
ა) 14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს და გაფორმების ეკონომიკური ზონების მიერ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 57-ე, 59-ე 64-ე და 86-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.“;
ბ) 17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17
სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 68-ე, 75-ე, 82-ე, 821 და 822 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:
ა)საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;
ბ)საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით გრანტის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული წესით;
გ)უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
დ)საქონლის იმპორტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ე)ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულის) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი;
ვ)საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი;
ზ)საქონლის ექსპორტი და გარე გადამუშავება;
შენიშვნა: მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის შემდეგ რეექსპორტი;
თ)საქონლის დაბრუნება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ი)იმ საქონლის დროებითი შემოტანა, რომელიც სრულად გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან;
კ)სახმელეთო საზღვარზე განთავსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში ფიზიკური პირის მიერ საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება;
ლ)საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10000 ლარამდე ღირებულების საქონლის გაფორმება (გარდა „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 99-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურებისა);
მ)საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გაფორმება (გარდა „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 99-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურებისა);
ნ)საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრად მისაბმელის რეექსპორტი;
ო)შენახვის სხვა ადგილზე სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ავტონაწილების იმპორტი ან რეექსპორტი.“;
გ)17 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ)110 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოში და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე და 822 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საქონლის არასამუშაო დროს დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში, გარდა:
ა)„ფოთის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ მომსახურების გაწევისა;
ბ)ქ. ბათუმში, ი. გოგებაშვილის ქ. №11-ში მდებარე გაფორმების ადგილზე „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის გაფორმების მიზნით საბაჟო დეკლარაციის შევსებისა;
გ)საქონლის სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირების შემთხვევისა.“;
ე) 110 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
ა) მე-13 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679660119163 {width: 600pt; margin: 0 auto !important; }„13სეს ესნ-ის 8701,8702, 8703, 8704, 8705 და8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების(რომლის შიგაწვისძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში−მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე4 კვტ-ზე მეტია) ან 8716სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრად მისაბმელის გაფორმების მიზნით საბაჟო დეკლარაციის წარდგენისვადის გაგრძელება საბაჟო საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე არა უმეტეს 5კალენდარული დღის ვადით – ყოველ კალენდარულ დღეზე 20 ლარი;
5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით –100 ლარს + ყოველ კალენდარულ დღეზე 5 ლარი“;
ბ) მე-14 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679660452368 {width: 600pt; margin: 0 auto !important; }„14 60 კალენდარული დღეპირებისათვის (მათ შორის არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისათვის), რომელთა ერთობლივი შემოსავალი10 000 000 ლარზე მეტია, აგრეთვე არარეზიდენტი პირებისათვის - 10 000 ლარი;
„საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა (გარდა, 48 და49 გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)პირებისათვის (მათ შორის არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისათვის), რომელთა ერთობლივი შემოსავალი10 000 000 ლარზე ნაკლებია – 5 000“ ლარი.
შენიშვნა: საფასურის ოდენობის მიზნებისათვის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრება პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ბოლო საშემოსავლო/მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით. თუ პირს აღნიშნული წლიური საგადასახადო დეკლარაცია არ აქვს წარდგენილი საგადასახადო ორგანოში,საფასურის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს.“;
გ) 54-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679660562350 {width: 600pt; margin: 0 auto !important; }„54საქონლის გაფორმება(გარდა მე-12, 68-ე, 75-ე,82-ე, 821, 822, 86-ე, 87-ე და 99-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) 3 000 ლარამდესაბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;
3 000-დან 15 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე– ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;
15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე– ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი“;
დ) 66-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;
ე) 821 და 822 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679660652814 {width: 600pt; margin: 0 auto !important; }„821საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის შევსება და საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;
3000-დან 15000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;
15000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე– ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი;
822საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის შევსება და საქონლის გაფორმება(გარდა მე-12, 68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე –ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;
3000-დან 15000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე– ერთ საბაჟო დეკლარაციაზე300 ლარი;
15000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე– ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი“;
ვ) 99-ე გრაფის შემდეგ დაემატოს მე-100 გრაფა, შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679660776369 {width: 582pt; margin: 0 auto !important; }„100საქართველოში არარეგისტრირებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვისძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრად მისაბმელის გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე გაჩერება 1 კალენდარული დღის ვადით – უფასო;
1 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით – ყოველ კალენდარულ დღეზე 8 ლარი“.
მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის დადგენილება №43 – ვებგვერდი, 15.01.2013წ.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი