იჯარით აღებული შენობა-ნაგებობის რემონტის ხარჯი N 2632

2632 იჯარით აღებული შენობა-ნაგებობის რემონტის ხარჯი 23.02.2017
№ დოკუმენტი 2632
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

იჯარით აღებული შენობა-ნაგებობის რემონტის ხარჯი N 2632

ფაქტობრივი გარემოებები

· შპს „X“-მა 2017 წლის ოქტომბრის თვეში ფიზიკური პირისგან 3-წლიანი იჯარით აიღო ფართი. იჯარის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა რემონტის ჩატარებას საიჯარო გადასახდელების შემცირებას ხარჯზე. საწარმომ 2017 წლის ოქტომბრის თვეშივე დაიწყო ფართის გარემონტება, რომელიც დაასრულა 2018 წლის მარტის თვეში. რემონტის ხარჯმა შეადგინა 200 000 ლარი. 2018 წლის დეკემბრის თვეში იჯარის ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა, შედეგად საწარმომ ფართი გადასცა მეპატრონეს. ფართის რემონტის ხარჯების ანაზღაურება არ მომხდარა ფართის მეპატრონის მიერ.

· შპს „X“-ს აღნიშნულ ოპერაციებზე საგადასახადო ანგარიშგება მოგების გადასახადში არ მოუხდენია.

შეფასება

· სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამავე მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. სსკ-ის 983 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

· შპს ,,X“-ს სსკ-ის 983 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, არ წარმოეშობა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რამდენადაც საწარმო იყენებდა იჯარით აღებულ ფართს რემონტის დასრულების შემდგომ. ამასთან, საწარმოს ქმედება მართლზომიერია.

ღონისძიებები

· შპს „X“-ის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება.

სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ეხება შემთხვევებს, როდესაც ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარს და დგება სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი