პირგასამტეხლო (უნდა ჩართოს შემოსავალში მიუხედავად მიღებისა) N 2118

2118 პირგასამტეხლო (უნდა ჩართოს შემოსავალში მიუხედავად მიღებისა) 07.09.2010
№ დოკუმენტი 2118
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

პირგასამტეხლო N 2118

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმოს მიერ მოიჯარესთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების მიხედვით ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მოიჯარემ უნდა აცნობოს საწარმოს წერილობით 1 თვით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 3 თვის იჯარის გადასახადი

•აღნიშნული პირობა დარღვეულია მოიჯარის მიერ, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისიწნებული პირგასამტეხლოს თანხა საწარმოს არა აქვს აღიარებული ერთობლივ შემოსავალში და დაბეგრილი დღგ-ით

•ვარიანტი 1: საწარმომ საგადასახადო წელს მიიღო პირგასამტეხლოს თანხა

•ვარიანტი 2: საწარმოს საგადასახადო წელს არ მიუღია პირგასამტეხლოს თანხა

შეფასება

•ორივე ვარიანტში, საწარმო ვალდებულია კუთვნილი პირგასამტეხლოს თანხა ჩართოს ერთობლივ შემოსავალში, ამასთან პირგასამტეხლოს თანხა დღგ-ით დაბეგვრას არ ექვემდებარება

ღონისძიებები

•ორივე ვარიანტში, უნდა განხორციელდეს საწარმოს ერთობლივი შემოსავლის კორექტირება (გაზრდა) და საწარმოს დაერიცხოს კუთვნილი გადასახადი

•შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით