N 200 - 14/04/2022 - „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №200
2022 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017642) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ავტოსადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომისათვის ავტოსადგომის ადმინისტრაციის მიერ საფასურის განაკვეთის დადგენა დასაშვებია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების 20 წუთზე მეტი ხნით დგომისათვის. ამასთან, დადგენილი საფასურის დღიური განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 80 ლარს.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე