არამატერიალური აქტივის გამოქვითვა N 2003

2003 არამატერიალური აქტივის გამოქვითვა 13.08.2010
№ დოკუმენტი 2003
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

არამატერიალური აქტივის გამოქვითვა N 2003

ფაქტობრივი გარემოებები

•კომპანიამ საზღვარგარეთ შეიძინა სერიული კომპიუტერული პროგრამა

•ვარიანტი 1: დისკზე დატანილი პროგრამა განაბაჟა როგორც საქონელი და დღგ გადაიხადა იმპორტზე (დისკი პროგრამასთან ერთად)

•ვარიანტი 2: განაბაჟა მხოლოდ დისკი - როგორც საქონელი

•ვარიანტი 3: პროგრამა მოეწოდა ინტერნეტის მეშვეობით:

ა) 2010 წლის 1 აგვისტომდე

ბ) 2010 წლის აგვისტოს შემდეგ

•პროგრამა დისკთან ერთად აღიარებულია არამატერიალურ აქტივად და სრულად არის გამოქვითული

•უკუდაბეგვრა არ განუხორციელებია და საგადასახადო აგენტის ვალდებულება არ შეუსრულებია

შეფასება

•სამივე ვარიანტში:

1. პირს არ გააჩნდა ვალდებულება, წყაროსთან დაეკავებინა არარეზიდენტისათვის გადარიცხული თანხა.

2. 100%-იანი გამოქვითვის წესი არ უნდა გამოეყენებინა არამატერიალური აქტივის მიმართ

•პირველ და მე-2 ვარიანტში, ასევე 2010 წლის 1 აგვისტომდე (მე-3 ვარიანტის "ა" ქვეპუნქტში) სერიული კომპიუტერული პროგრამა განიხილება როგორც საქონელი და არ ექვემდებარება დღგ-ით უკუდაბეგვრას

•პირველ ვარიანტში, პირმა სწორად განახორციელა იმპორტი და იმპორტის დროს სწორად დაბეგრა დღგ-ით

•მე-2 ვარიანტში, პირს უფლება არ ჰქონდა გაემიჯნა დისკისა და პროგრამის ღირებულებები და განებაჟებინა მხოლოდ დისკის ღირებულება, როგორც საქონელი (საბაჟო სამართალდარღვევა)

•მე-3 ვარიანტის "ბ" ქვეპუნქტში, პირი ვალდებული იყო ინტერნეტით მიღებული პროგრამის ღირებულება დაებეგრა უკუდაბეგვრის წესით

 

ღონისძიებები

 

•სამივე ვარიანტში, უნდა დაკორექტირდეს გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან სსკ 183-ე მუხლის შესაბამისი ჯგუფისთვის დადგენილი ნორმის გათვალისიწინებით

•სამივე ვარიანტში, მოგების დეკლარაციაში თანხის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლით

•მე-2 ვარიანტში, პირი დაჯარიმდება საბაჟო სამართალდარღვევისათვის 240-ე მუხლით დადგენილი წესით, საბაჟო დეკლარაციაში თნხის შემცირების გამო

•მე-3 ვარიანტის "ბ" ქვეპუნქტში, პირს უნდა დაერიცხოს დღგ-ის უკუდაბეგვრის თანხები

•მე-3 ვარიანტის "ბ" ქვპუნქტში, უკუდაბეგვრის ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 131-ე მუხლით