უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციის (ა(ა)იპ) მიერ ფიზიკურ პირზე გრანტის გაცემა N 2427

2427 უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციის (ა(ა)იპ) მიერ ფიზიკურ პირზე გრანტის გაცემა 23.02.2018
№ დოკუმენტი 2427
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციის (ა(ა)იპ) მიერ ფიზიკურ პირზე გრანტის გაცემა N 2427

ფაქტობრივი გარემოებები

· უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილმა ორგანიზაციამ (ა(ა)იპ) საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირზე - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტზე, შემდგომში სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით გასცა გრანტი.

· უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილმა ორგანიზაციამ, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირზე - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტზე გაცემული გრანტის ფარგლებში, საგადასახადო აგენტის ვალდებულება არ შეასრულა.

შეფასება

· „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიეროკვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტის მიხედვით, გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი), საფინანსოსაკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ხოლო მე-4 მუხლის „ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე.

· სსკ-ის 154-ე მუხლით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში ევალება საგადასახადო აგენტს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება. სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება მიღებული გრანტი.

· რამდენადაც ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან და ამასთან, სსკ-ის 154- ე მუხლი არ ითვალისწინებს გრანტზე გადასახადის წყაროსთან დაკავებას, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ ორგანიზაციას (ა(ა)იპ) მოცემულ შემთხვევაში არ წარმოეშობა საგადასახადო აგენტის ვალდებულება.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდა რღვევა არ იკვეთება და გადასახადის გადამხდელის თვის საგადასახადო ვალდებულებ ის დაკისრება არ ხდება.

სიტუაციურ სახელმძღვანელოში აღნიშნული გრანტის გაცემის მიზანი (სწავლის საფასურის ანაზღაურება) პირობითია და სიტუაციური სახელმძღვანელო ვრცელდება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გრანტთან მიმართებით

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2018 წლის 12 თებერვლისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით