საშემოსავლო გადასახადი N 1502

1502 საშემოსავლო გადასახადი -(ძალადაკარგული) 23.12.2010
№ დოკუმენტი 1502
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საშემოსავლო გადასახადი N 1502

ფაქტობრივი გარემოებები

•2004-2010 წლებში საწარმო ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, რომლის ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს

•საწარმო დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე ხელფასის გაცემას ახორციელებს ნატურის ფორმით, კერძოდ მიღებული მოსავლის 60%-ის ოდენობით. აღნიშნული განაცემები შეყვანილი აქვს ერთობლივ შემოსავალში, ხოლო საშემოსავლო და სოციალური გადასახადით არ ბეგრავს, ვინაიდან თვლიდა, რომ სარგებლობდა სსკ-ის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის "მ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმით

შეფასება

•სსკ-ის 174-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას- ასეთი საქონელი/მომსახურება ითვლება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად საბაზრო ფასით

•სსკ-ის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის "მ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ეხება მხოლოდ 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ გაცემულ ანაზღაურებას

•2005 წლიდან მოქმედი სსკ-ის 270-ე მუხლის "ზ" ქვეპუნქტის თანახმად. დაქირავებულთათვის გადახდილი ხელფასი გათავისუფლებულია სოციალური გადასახადისაგან

ღონისძიებები

•საწარმოს 2004 წელში დაერიცხება დაუკავებელი სოციალური გადასახადის ძირითადი თანხა

•საწარმოს 2004 წლიდან 2007 წლის ჩათვლით დაერიცხება დაუკავებელი საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხა 12 პროცენტიანი განაკვეთის გათვალისწინებით

•გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდება სსკ-ის 134-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან გადასახადის თანხის დაუკავებლობისთვის

•პირი დაჯარიმდება შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის (სსკ -ის 132-ე მუხლი)