ბრძანება N 12042
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12042
31.05.2023
"------" (პ/ნ "------" )
(მის: "------" )
2023 წლის 8 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 მაისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა "------" -ის (პ/ნ "------" ) №78803/21-10-18 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 2 მაისის №EL208333 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, ჩახსნა გამწევი და გავიდა სურსათის და წყლის შესაძენად, საბურავიც გასაკეთებელი ჰქონდა.
იცოდა, რომ დიდი ხანი მოუწევდა ლოდინი. საბაჟო კონტროლის ზონასთან ახლოს არ არის სურსათი, არც მაღაზია, არც სასადილო და არც შხაპი. წერილობით არავის გაუფრთხილებია, მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილეს, რომ არ წასულიყვნენ. გამწევის გაყვანით კი იცოდა, რომ არ დაჯარიმდებოდა. აღნიშნულზე მითითებით არასწორად მიაჩნია დაჯარიმება და ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას და გაფრთხილების გამოყენებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 28 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი „--------“ კონტროლის ზონაში დაახლოებით 17:46 სთ-ზე, საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 28 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი „--------“ კონტროლის ზონაში დაახლოებით 17:46 სთ-ზე, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლით დატვირთული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით "------" , რომელსაც მართავდა "------" .
ფიტოსანიტარიული კონტროლის ღონისძიებების გატარების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალება გაჩერებულ იქნა სასაზღვრო ინსპექციის მე-2 განყოფილების კონტროლის ზონაში.
2023 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 20:00 სთ-ზე "------" - მ საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე თვითნებურად ჩახსნა გამწევი სატრანსპორტო საშუალება მისაბმელს და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით დატოვა სასაზღვრო ინსპექციის მე-2 განყოფილების კონტროლის ზონა, სადაც დაბრუნდა 29 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე.
ვინაიდან, "------" -ის მიერ ადგილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების ფაქტს, საბაჟო გამშვები პუნქტი „---------“ უფლებამოსილი პირის მიერ, 2023 წლის 2 მაისს შედგენილი №EL208333 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით "------" -ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
"------" სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს არ დაეთანხმა, თუმცა ჩაიბარა მის მიმართ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
"------" -ის მხრიდან შემოვიდა ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლით დატვირთული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით "------" , რომელსაც მართავდა "------" .
ფიტოსანიტარიული კონტროლის ღონისძიებების გატარების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალება გაჩერებულ იქნა სასაზღვრო ინსპექციის მე-2 განყოფილების კონტროლის ზონაში.
2023 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 20:00 სთ-ზე "------" - მ საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე თვითნებურად ჩახსნა გამწევი სატრანსპორტო საშუალება მისაბმელს და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით დატოვა სასაზღვრო ინსპექციის მე-2 განყოფილების კონტროლის ზონა, სადაც დაბრუნდა 29 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე.
ვინაიდან, "------" -ის მიერ ადგილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების ფაქტს, საბაჟო გამშვები პუნქტი „---------“ უფლებამოსილი პირის მიერ, 2023 წლის 2 მაისს შედგენილი №EL208333 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით "------" -ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
"------" სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს არ დაეთანხმა, თუმცა ჩაიბარა მის მიმართ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს. მე-2 ნაწილის მიხედვით, კი საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ პირველი მუხლის
პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე თვითნებურად ჩახსნა გამწევი სატრანსპორტო საშუალება მისაბმელს და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით დატოვა სასაზღვრო ინსპექციის მე-2 განყოფილების კონტროლის ზონა. შესაბამისად, მომჩივნის მიერ ადგილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის მოთხოვნაზე გამოყენებული სანქციების (ჯარიმების) ნაცვლად გაფრთხილების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებას გარკვეული მუხლით დადგენილი სანქციის – ჯარიმის ნაცვლად გამოიყენოს პასუხიმგებლობის ისეთი ზომა, როგორიცაა გაფრთხილება. მნიშვნელოვანია, რომ მითითებული ნორმა პასუხიმგებლობის ზომის – გაფრთხილების ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გამოყენების ვალდებულებას კანონი არ ადგენს. ამათან, სადავო აქტით დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატურია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. "------" -ის (პ/ნ "------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანს არასწორად მიაჩნია დაჯარიმება.ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას და გაფრთხილების გამოყენებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო გამშვები პუნქტის ონტროლის ზონაში შემოვიდა ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლით დატვირთული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება.ავტოსატრანსპორტო საშუალება გაჩერებულ იქნა სასაზღვრო ინსპექციის კონტროლის ზონაში.საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე თვითნებურად ჩახსნა გამწევი სატრანსპორტო საშუალება მისაბმელს და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით დატოვა სასაზღვრო ინსპექციის განყოფილების კონტროლის ზონა,სადაც დაბრუნდა 29 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე.
ვინაიდან,ადგილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების ფაქტს,დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
6,70,163(1,15),170(1).
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ პირველი მუხლის
პირველი პუნქტი.