არამატერიალური აქტივის გამოქვითვა N 0223

0223 არამატერიალური აქტივის გამოქვითვა - (ძალადაკარგული) 26.07.2011
№ დოკუმენტი 0223
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

არამატერიალური აქტივის გამოქვითვა N 0223

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმო ეწევა ლიცენზირებას დაქვემდებარებულ საქმიანობას

· 2011 წლამდე აღებულ 3 წლიან ლიცენზიაზე გაწეული დანახარჯები საწარმომ მიღებისთანავე სრულად გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან

შეფასება

· ლიცენზია სსკ-ის მე-12 მუხლის 27-ე ნაწილის (ძვ.) მიხედვით, განიხილება არამატერიალურ აქტივად. სსკ-ის 189-ე (ძვ.) მუხლის შესაბამისად, არამატერიალური აქტივების შეძენაზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება პროპორციულად საამორტიზაციო ანარიცხების სახით მათი სასარგებლო გამოყენების ვადის განმავლობაში

· საწარმოს მიერ გაზრდილია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები შესაბამისი საგადასახადო წლის მიხედვით

ღონისძიებები

· საწარმოს დაუკორექტირდება (გადანაწილდება წლების მიხედვით) გამოსაქვითი ხარჯები და შესაბამის შემთხვევებში დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი

· საწარმო დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ან ძვ. 132-ე) მუხლით

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება 2011 წლამდე საგადასახადო პერიოდებზე

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით