დანაკლისი (საწვავის დუბლირებული გამოქვითვა როგორც ა/ფაქტურებით, ისე ტალონებით) N 1115
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დანაკლისი N 1115
ფაქტობრივი გარემოებები
•დღგ-ის გადამხდელმა საწარმომ, რომელიც ახორციელებდა ნავთობპროდუქტების ტალონების გამოყენებით მიწოდებას ერთიდაიგივე მომხმარებელზე, საწვავის ჩამოწერა განახორციელა როგორც წინასწარ გამოწერილი სპეც. ანგარიშ-ფაქტურით, ასევე შემდგომში იჯარით აღებული აგს-დან ფაქტობრივად გაცემული იგივე საწვავის ოდენობით, ტალონების საფუძველზე
•მიუხედავად იმისა, რომ აღრიცხვის წესის დარღვევით მოხდა ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული მარაგების შემცირება (დუბლირებულად ერთიდაიგივე საწვავის ჩამოწერა), 2008 წლის თებერვალში (იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში) საწარმოს ფაქტობრივი ნაშთი აღარ აღმოაჩნდა (საიჯარო ობიექტიდან საწვავის უკან დაბრუნების ფაქტი დოკუმენტურად არ დასტურდება). ამასთან არც ინვენტარიზაცია ჩატარებულა
შეფასება
•სპეც. ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიწოდებული საწვავის ოდენობა უნდა ჩათვლილიყო მყიდველის საკუთრებად და ტალონებით უნდა მომხდარიყო შესაბამისი ოდენობის საწვავის განაშთვა
•სახეზეა საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის მარაგების ხელოვნურად შემცირება, რითაც არ მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის დაკორექტირება აგს-ის იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში (გაზრდა); ამასთან, 2008 წელს მოქმედი სსკ-ის მე-12 მუხლის 26-ე ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული არ ჩაითვლება დანაკლისად, ვინაიდან იგი არ არის გამოვლენილი ინვენტარიზაციის შედეგად
ღონისძიებები
•განხორციელდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის კორექტირება (გაზრდა) და შესაბამისი მოგების გადასახადისა და დღგ-ის კუთვნილი თანხის დარიცხვა
•პირი, შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება (სსკ-ის 132-ე მუხლი)
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით