N 802-რს - 10/07/2013 - „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „ბორჯომის“ მინერალური წყლისთვის, 1 მ3 წყალზე − 30 ლარით;
გ) „ნაბეღლავის“ მინერალური წყლისთვის, 1 მ3 წყალზე − 18 ლარით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
ქუთაისი,10 ივლისი 2013 წ.
N802-რს