ცალკეულ შემთხვევებში დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა N 0230
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ცალკეულ შემთხვევებში დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა N 0230
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმოს 2004 წლიდან საგადასახადო ინსპექციაში წარმოდგენილი აქვს მოგების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციები, თუმცა საზოგადოების მიერ შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარმოდგენილი შემოსავლებისა და ხარჯების დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია
შეფასება
•საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც წარმოადგენს საფუძველს, რომ მას საფუძველს, რომ მას დაბეგვრის ობიექტი განესაზღვროს საგადასახადოს ორგანოს მიერ შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით სსკ ის 73 ე (ძვ. 104 ე) მუხლით, მათ შორის გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავლებით
ღონისძიებები
•გასული საგადასახადო პერიოდების (წლების) მიხედვით, პირს დაერიცხება არაპირდაპირი მეთოდებით გამოანგარიშებული გადასახადები
•შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება დაჯარიმდება სსკ ის 275 ე (ძვ. 132 ე) მუხლის შესაბამისად
დაბეგვრის ობიექტში იგულისხმება: დასაბეგრი მოგება,დასაბეგრი შემოსავალი, დასაბეგრი ოპერაცია, დასაბეგრი ქონება და ა.შ
აღნიშნული სახელმძღვანელო გამოიყენება, როგორც საწარმოს ისე მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც