დღგ-ის პროპორციული ჩათვლა N 1178

1178 დღგ-ის პროპორციული ჩათვლა 28.01.2013
№ დოკუმენტი 1178
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ-ის პროპორციული ჩათვლა N 1178

ფაქტობრივი გარემოებები

•კალენდარული წლის განმავლობაში პირს (დღგ-ის გადამხდელს) განხორციელებული აქვს დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა 100000 ლარი(დღგ-ის გარეშე) და ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვა 5500 ლარი

•გადამხდელმა საერთო ბრუნვაში გაითვალისწინა დასაბეგრ ოპერაციებზე დარიცხული დღგ-ც -18000 ლარი(100000x18%). შესაბამისად, საერთო ბრუნვა განსაზღვრა 123500 ლარით(118000+5500)

•გადამხდელმა სსკ-ის 174-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე არ განახორციელა ჩათვლილი დღგ-ის თანხის გადაანგარიშება ან/და გაუქმება, ვინაიდან ჩათვალა, რომ ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისაგან გათავისუფლებული ბრუნვა შეადგენს 5%-ზე ნაკლებს - 4,45%-ს (5500/123500x100)

შეფასება

•საერთო ბრუნვა მოიცავს დასაბეგრი ოპერაციების ჯამს-მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურების თანხების ჯამის ოდენობით, ხოლო დასაბეგრი ოპერაცია არ მოიცავს დღგ-ს. შესაბამისად, საერთო ბრუნვა უნდა განისაზღვროს დღგ-ის გარეშე (სსკ მუხლი161 (1.ა)(2); სსკ მუხლი 174 (12))

•ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისაგან გათავისუფლებული ოპერაციის თანხა აღემატება საერთო ბრუნვის 5%-ს (5500/105500x100). შესაბამისად, გადამხდელი ვალდებული იყო განეხორციელებინა ჩათვლილი დღგ-ის თანხის გადაანგარიშება ან/და გაუქმება(სსკ მუხლი174 (10))

ღონისძიებები

•გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება (სსკ მუხლი 275(2))

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2013 წლის 14 იანვრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით