საფ-ების რეესტრის წარმოების წესის დარღვევა N 2512

2512 საფ-ების რეესტრის წარმოების წესის დარღვევა - (ძალადაკარგული) 22.11.2011
№ დოკუმენტი 2512
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საფ-ების რეესტრის წარმოების წესის დარღვევა N 2512

ფაქტობრივი გარემოებები

· დღგ-ის გადამხდელს წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციის დანართში (რეესტრში) არ აქვს ასახული საფ-ები

· ვარიანტი I: ელექტრონული ბაზის მონაცემებით დგინდება, რომ გადამხდელს გამოწერილი აქვს საფ-ები, რომლის შესაბამისი დღგ ასახული აქვს დეკლარაციის III ნაწილში (დღგ-ის გაანგარიშება)

· ვარიანტი II: ელექტრონული ბაზის მონაცემებით დგინდება, რომ გამოწერილი საფ-ების მიხედვით გადამხდელს განხორციელებული აქვს დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ოპერაციები, რომლის შესაბამისი დღგ ასახული არ აქვს დეკლარაციის III ნაწილში, (დეკლარირებული აქვს მხოლოდ დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი ოპერაციები)

შეფასება

· „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის #996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით გადამხდელი ვალდებული იყო დღგ-ის დეკლარაციის დანართში (რეესტრში) შეეტანა საფ-ის მონაცემები

· II ვარიანტში შემცირებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები

ღონისძიებები

· II ვარიანტში გადამხდელი დაჯარიმდება დღგ-ის შემცირებისათვის სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლით

· ორივე ვარიანტში გადამხდელი დაჯარიმდება სსკ-ის 291-ე მუხლით თითოეული დეკლარაციის (და არა ანგარიშ-ფაქტურის რაოდენობის) მიხედვით

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც