სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირისათვის შეღავათი N 1508

1508 სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირისათვის შეღავათი 23.09.2022
№ დოკუმენტი 1508
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირისათვის შეღავათი N 1508

ფაქტობრივი გარემოებები

· ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირი ახორციელებს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, ეწევა მარცვლეული კულტურების (ხორბალი, ქერი, მზესუმზირა და სხვა) მოყვანას და რეალიზაციას. პირს აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში ჰყავს დაქირავებული თანამშრომლები, მ.შ ბუღალტერი, რომლებსაც განიხილავს სასოფლოსამეურნეო წარმოებაში დასაქმებულ პირებად.

· პირის მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აჭარბებს 200 000 ლარს. პირი სარგებლობს სსკ-ს 82- ე მუხლის პირველი ნაწილის „ც" ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით და თანამშრომლებზე, მ.შ ბუღალტერზე გაცემულ ხელფასს არ ბეგრავს საშემოსავლო გადასახადით.

შეფასება

· სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ც" ქვეპუნქტის თანახმად, 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლოსამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება, თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან.

· სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ც" ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი გავრცელდება პირის მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ დაქირავებულ პირებზე, მათ შორის ბუღალტერზე, რომლის საბუღალტრო საქმიანობაც და ამ საქმიანობიდან ხელფასის სახით მიღებული ანაზღაურება უშუალოდ დაკავშირებულია სასოფლოსამეურნეო საქმიანობასთან.

ღონისძიებები

· გადასახადის გადამხდელის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2022 წლის 17 აგვისტოს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით