N 2886-XIმს-Xმპ - 16/05/2023 - საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 16.05.2023
№ დოკუმენტი 2886-XIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 1100-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1100. გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე უფლებათა დაცვა

1. გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე უფლებათა დაცვა ხორციელდება შესაბამისად პატენტის ან მოწმობის გაცემით, საქართველოს საპატენტო კანონის თანახმად.

2. პატენტის ან მოწმობის მიღების უფლება აქვს გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ავტორს (გამომგონებელს) ან სამრეწველო ნიმუშის ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს.

3. გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის ავტორობის უფლება განუსხვისებელი და უვადო უფლებაა.

4. პატენტის ან მოწმობის მოქმედების ვადის განმავლობაში მის მფლობელს ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,16 მაისი 2023 წ.

N2886-XIმს-Xმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე