დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტება N 1106

1106 დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტება 19.10.2016
№ დოკუმენტი 1106
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტება N 1106

ფაქტობრივი გარემოებები

• დღგ-ის გადამხდელ პირს 2015 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციით დეკლარირებული აქვს 12 000 ლარის სმფ-ის ნაშთი. პირს 2016 წელის იანვარ-მარტის პერიოდში შეძენები და მიწოდებები არ უფიქსირდება. ამასთან, მას არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება.

• დადგინდა,რომ 2016 წლის 22 აპრილს პირს ფაქტობრივად სასაქონლო ნაშთი არ გააჩნია. პირმა აპრილის თვის დრგ-ის დეკლარაციაში ასახა 1500 ლარის მარაგის რეალიზაცია.

შეფასება

• სსკ-ის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ამავე კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

• პირმა აპრილის თვის მიხედვით დღგ-ის ბრუნვა შეამცირა 10 500 ლარის მარაგის საბაზრო ღირებულებით. გამოვლენილი დანაკლისი მისი აღმოჩენის მომენტში, ჩაითვლება საბაზრო ფასით მიწოდებად.შესაბამისად, უნდა დაზუსტდეს აპრილის თვის დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.

ღონისძიებები

• დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარომდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით