სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები N 1702

1702 სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 13.08.2010
№ დოკუმენტი 1702
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები N 1702

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმო, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროა სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მარცვლეული კულტურების მოყვანა, დათესილ/საწყობში არსებულ მარცვლეულს არ განიხილავს სასაქონლო მარაგებად

•დათესილი (როგორც დაუმთავრებელი წარმოება) და საწყობში არსებული მარცვლეული კულტურების ღირებულება არ არის ასახული საწყის და საბოლოო სასაქონლო მარაგებში

შეფასება

•ბიოლოგიურ აქტივებზე გაწეული ხარჯი უნდა გამოქვითოს იმავე საანგარიშო წელს, რომელშიც ფაქტობრივად იქნა გაწეული

•საწყობში არსებული მარცვლეული უნდა დაექვემდებაროს სასაქონლო მარაგებში ასახვას

ღონისძიებები

•დაკორექტირდება ერთობლივი შემოსავალი და დაზუსტდება დასაბეგრი მოგება, სასაქონლო მარაგებში ასახვას დაქვემდებარებული ფასეულობის ღირებულების გათვალისწინებით

•დეკლარაციაში მოგების გადასახადის შემცირების შემთხვევაში, საწარმო დაჯარიმდება (სსკ-ის 132-ე მუხლი)