ბრძანება N 12685
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12685
07.06.2023
შპს „---ის“ (ს/ნ---)
(მის.: ---) 2023 წლის 14 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 და 11 მაისის სხდომებზე (ოქმი №48 და №52) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 14 თებერვლის №79080/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის №081-257 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება დამფუძნებელზე მიწოდებული საცხოვრებელი ბინების ფასის კორექტირებას ურთიერთდამოკიდებულების მიზეზით;
2. არ ეთანხმება რეალიზებული ბინების დღგ-ის დეკლარაციებში აუსახველობის საფუძვლით განხორციელებულ დარიცხვას და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას;
3. არ ეთანხმება მიღებული ავანსების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში აუსახველობის საფუძვლით განხორციელებულ დარიცხვას და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას;
4. არ ეთანხმება მიწის მესაკუთრისთვის გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხის ოდენობას და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას;
5. არ ეთანხმება დუბლირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირებას და აცხადებს, რომ წარმოადგენს დაზუსტებულ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით;
6. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ გაცემული ხელფასი სრულად იყო დაბეგრილი და არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამატებით თანხების დარიცხვას ამ ნაწილში;
7. არ ეთანხმება სალაროდან და საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხების დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვას და ითხოვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობას;
8. არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრული შემოსავლის სრულად მიღებულად და ხარჯების სრულად გადახდილად განხილვას და სხვაობის დაბეგვრას დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ითხოვს საკითხის ხელახალ შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ივლისის №18602 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 14 დეკემბრის №31496 ბრძანება და ამავე თარიღის №081-257 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 2 176 445 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 325 165 ლარი, ჯარიმა 674 829 ლარი, საურავი 176 451 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
„1. კომპანიის მიერ 2021 წლის თებერვლისა და 2022 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდებში, კომპანიის დამფუძნებელ პირებზე მიწოდებულია საცხოვრებელი ბინები. მიწოდებული ბინების სარეალიზაციო ფასები მკვეთრად დაბალია იმავე პერიოდში, იმავე საცხოვრებელ სახლში სარეალიზაციო ბინების გაცხადებული ფასისაგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და შესაბამის პერიოდში მოქმედი 160-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, საწარმოს განესაზღვრა მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადი, ასევე, დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. პირველად დოკუმენტებზე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა (საბანკო ანგარიშების ამონაწერები, ნასყიდობის ხელშეკრულებები) და საჯარო რეესტრში წარდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით, შემოწმების მიერ 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდებში სალდირებულად გაიზარდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ვინაიდან გადამხდელის მიერ რეალიზებული ბინები არ არის განხილული მიწოდებად და შესაბამისად, არ არის ასახულის დღგის ყოველთვიურ დეკლარაციებში. შემოწმებით, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. პირველად დოკუმენტებზე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა (საბანკო ანგარიშების ამონაწერები) და სალაროში თანხების მოძრაობის უწყისზე დაყრდნობით, 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდებში, კომპანიის მიერ მიღებულია ავანსის თანხები, აგრეთვე, გაწეული სხვადასხვა მომსახურების თანხები, რომელთა დეკლარირება და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვა არ განხორციელებულა. შემოწმებით, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
4. 2017 წლის 7 სექტემბერს და 2018 წლის 21 მარტს კომპანიას ფიზიკური პირებისაგან უძრავი ქონების გაცვლის ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია მიწის ღირებულების სანაცვლოდ ფიზიკურ პირებს გადასცემს საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ კომერციულ ფართებს (---). საწარმო მშენებლობას ასრულებდა საკუთარი ძალებით, მშენებლობის აქტიური პროცესი დაიწყო 2019 წლის საანგარიშო პერიოდში და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის სრულად დასრულებულია. 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდში ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცათ ბინები და კომერციული ფართები (ჯამურად 1129.9 კვ.მ), აღნიშნული ოპერაცია კომპანიას დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განუხილავს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-14 და მე-16 მუხლების პირველი ნაწილების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად მიწის მესაკუთრეებისათვის გადაცემული ფართები განხილულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დასაბეგრ ოპერაციად, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრა მიწის მესაკუთრეზე გადასაცემი საცხოვრებელი ფართების აშენებაზე გაწეულ/გასაწევი ხარჯების (გარდა მიწის ღირებულებისა) მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
5. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საგადასახადო ორგანოში შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ 2021 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული და ჩათვლილია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის შესაბამისი ავანსის ფაქტურის ჩათვლა უკვე განხორციელდა წინა პერიოდებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ განხორციელდა დუბლირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
6. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ გაცემულია გადახდის წყაროსთან დაუბეგრავი ხელფასის სახით განაცემები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
7. კომპანიის მიერ 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდში საბანკო ანგარიშიდან და სალაროდან გადახდილია თანხები, ხოლო შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა შემოწმების პროცესში არ განხორციელდა. გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დეტალური დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
8. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში, ასევე, საჯარო რეესტრში არსებულ ინფორმაციასა და კომპანიის მიერ წარმოდგენილ ფულადი თანხების მოძრაობის არასრულყოფილ ანგარიშზე დაყრდნობით, განისაზღვრა მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯები, რომელიც კომპანიის მიერ აღიარებული შემოსავლისა და ხარჯისაგან განსხვავებულია. შპს „---“ არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას სრულყოფილად. კომპანიის მიერ არ არის წარმოდგენილი დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, თანხის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა მიღებული შემოსავლების გამოყენებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განსაზღვრული შემოსავალი მიჩნეულ იქნა სრულად მიღებულად, ხოლო ხარჯები სრულად გადახდილად. სხვაობა შემოსავალსა და ხარჯებს შორის შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები.
ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
ამავე კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს:
ა.ა) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ:
ა) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს ამ კოდექსის შესაბამისად, არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება და მიწოდება გათავისუფლებულია დღგისგან ჩათვლის უფლების გარეშე;
გ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა მაღალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიის მიერ 2021 წლის თებერვლისა და 2022 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდებში, კომპანიის დამფუძნებელ პირებზე მიწოდებულია საცხოვრებელი ბინები, რომელთა სარეალიზაციო ფასები მკვეთრად დაბალია იმავე პერიოდში, იმავე საცხოვრებელ სახლში სარეალიზაციო ბინების გაცხადებული ფასისაგან.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ პირველ სადავო საკითხთან მიმართებით განხორციელებულ დარიცხვას და განმარტავს, რომ კომპანია ბაზარზე ოპერირებდა პანდემიის პირობებში, რა დროსაც ბინები ფაქტობრივად არ იყიდებოდა, ამის გამო ბინების გაყიდვა მოუწიათ დაბალ ფასად, რითიც შესრულდა ნაკისრი ვალდებულებები. ამასთან, კომპანიას არსად გაუცხადებია, რომ ბინები დაფიქსირებულ ფასებზე მეტად იყიდებოდა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით კომპანიის მიერ 2021 წლის თებერვლისა და 2022 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდებში, კომპანიის დამფუძნებელ პირებზე მიწოდებულია საცხოვრებელი ბინები. 2021 წელს რეალიზებულია ბინა - 207 მ 2 , 1 მ 2 -ის სარეალიზაციო ფასი - 170 აშშ დოლარი. 2022 წლის საანგარიშო პერიოდში ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულია 502,5მ2 -ის ოდენობის საცხოვრებელი ბინები, რომელთა საშუალო სარეალიზაციო ფასმა 1მ2 -ზე შეადგინა 260 აშშ დოლარი. შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საბაზრო ფასები 350-500 აშშ დოლარის ფარგლებში 1მ2 -ზე. გარკვეულ შემთხვევაში სარეალიზაციო ფასების განსაზღვრისას ტექნიკური უზუსტობის გამო მონაწილეობა მიიღო იმავე საცხოვრებელ სახლში რეალიზებულმა კომერციული ფართის ფასმა. ამასთან, საშუალო ფასის განსაზღვრისთვის პერიოდის გაზრდის შემთხვევაში (გარდა რეალიზაციის თვისა წინა ორი და მომდევნო ორი თვის მონაწილეობით) მცირდება საშუალო ფასი 1მ2 -ზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს კომპანიის მიერ დამფუძნებელ პირებზე მიწოდებული საცხოვრებელი ბინების სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლი მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდებში, გადამხდელის მიერ რეალიზებული ბინები არ არის განხილული მიწოდებად და შესაბამისად, არ არის ასახულის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში, ასევე, კომპანიის მიერ მიღებულია ავანსის თანხები, მათ შორის, გაწეული სხვადასხვა მომსახურების თანხები, რომელთა დეკლარირება და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვა არ განხორციელებულა.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ განხორციელებულ დარიცხვას მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან მიმართებაში და ითხოვს დამატებით შესწავლას, თუმცა კონკრეტული პოზიცია ან/და არგუმენტაცია წარმოდგენილი არ არის.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 და მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.ხოლო მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სამშენებლოსამონტაჟო საქმიანობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანია მიწის ღირებულების სანაცვლოდ ფიზიკურ პირებს გადასცემს საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ კომერციულ ფართებს. მშენებლობის აქტიური პროცესი კომპანიამ დაიწყო 2019 წლის საანგარიშო პერიოდში და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის სრულად დასრულებულია. 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდში ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცათ ბინები და კომერციული ფართები (ჯამურად 1129.9 მ 2 ), ხოლო აღნიშნული ოპერაცია კომპანიას დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განუხილავს და არ აუსახავს შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება მიწის მესაკუთრისთვის გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხის ოდენობას და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას, თუმცა კონკრეტული პოზიცია ან/და არგუმენტაცია მისი მხრიდან წარმოდგენილი არ არის.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია: ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, 2021 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული და ჩათვლილია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლის შესაბამისი ავანსის ანგარიშ-ფაქტურის ჩათვლა უკვე განხორციელდა წინა პერიოდებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განხორციელდა დუბლირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ განხორციელებულ დარიცხვას და აცხადებს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოადგენს დაზუსტებულ ინფორმაციას, თუმცა საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გაცემული აქვს ხელფასი, რომელიც არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ განხორციელებულ დარიცხვას და აცხადებს, რომ ხელფასის სახით გაცემული თანხები კომპანიის მიერ დაბეგრილია სრულად.
ასევე მიუთითებს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოადგენს დაზუსტებულ ინფორმაციას, თუმცა საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-7 და მე-8 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიის მიერ 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდში საბანკო ანგარიშიდან და სალაროდან გადახდილია თანხები, ხოლო შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი, ასევე, ვერ იქნა წარმოდგენილი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დეტალური დოკუმენტაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ მოგების გადასახადით დაიბეგრა კომპანიიდან გასული თანხები, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. ამასთან, შემოწმებით განისაზღვრა მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯები, რომელიც კომპანიის მიერ აღიარებული შემოსავლისა და ხარჯისაგან განსხვავებულია. ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას სრულყოფილად და არ არის წარმოდგენილი დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, ასევე, თანხის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა მიღებული შემოსავლების გამოყენებას, შემოწმების მიერ განსაზღვრული შემოსავალი მიჩნეულ იქნა სრულად მიღებულად, ხოლო ხარჯები სრულად გადახდილად და სხვაობა შემოსავალსა და ხარჯებს შორის განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ შემოწმების მიერ გამოსაქვით ხარჯებში არ არის გათვალისწინებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული რიგი ხარჯები, რომელთა დამადასტურებელი დოკუმენტაცია შეუძლია წარმოადგინოს.
საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ შეუძლია წარმოადგინოს ლიფტის მონტაჟზე კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე, მომსახურების გამწევ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მიღება-ჩაბარებების აქტები და საბანკო გადარიცხვების ამსახველი დოკუმენტები.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურმა მე-7 და მე-8 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ,,---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს კომპანიის მიერ დამფუძნებელ პირებზე მიწოდებული საცხოვრებელი ბინების სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-7 და მე-8 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება დღგ-ის, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვებს.
ფაქტობრივი გარემოებები
1. დამფუძნებელ პირებზე მიწოდებულია საცხოვრებელი ბინების სარალიზაციო ფასები მკვეთრად დაბალია იმავე პერიოდში, იმავე საცხოვრებელ სახლში სარეალიზაციო ბინების გაცხადებული ფასისაგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და შესაბამის პერიოდში მოქმედი 160-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, საწარმოს განესაზღვრა მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადი.
2. გადამხდელის მიერ რეალიზებული ბინები არ არის განხილული მიწოდებად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი;
3. კომპანიის მიერ მიღებულია ავანსის თანხები, აგრეთვე, გაწეული სხვადასხვა მომსახურების თანხები, რომელთა დეკლარირება და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვა არ განხორციელებულა. შემოწმებით, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი;
4. უძრავი ქონების გაცვლის ხელშეკრულების მიხედვით, შემოწმების შედეგად მიწის მესაკუთრეებისათვის გადაცემული ფართები განხილულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დასაბეგრ ოპერაციად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი;
5.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ განხორციელდა დუბლირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება.
6. დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ გაცემულია გადახდის წყაროსთან დაუბეგრავი ხელფასის სახით განაცემები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი;
7. კომპანიის საბანკო ანგარიშიდან და სალაროდან გადახდილია თანხები, ხოლო შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა შემოწმების პროცესში არ განხორციელდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი.
8. კომპანიის მიერ არ არის წარმოდგენილი დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, თანხის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია, სხვაობა შემოსავალსა და ხარჯებს შორის შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს კომპანიის მიერ დამფუძნებელ პირებზე მიწოდებული საცხოვრებელი ბინების სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2,3,4,5,6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-7 და მე-8 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19; 18; 96; 97; 981; 159; 163; 164; 160; 171; 73 (4,9): 16 (1,2) 14; 174; 175; 176; 101; 154; 105
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე ნაწილი.