N 2393-IXმს-Xმპ - 15/12/2022 - „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 15.12.2022
№ დოკუმენტი 2393-IXმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ6“ ქვეპუნქტი:

„ხ6) ადამიანის სისხლის კომპონენტის (პლაზმის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამკურნალო საშუალების საწარმოებლად) საქართველოდან ექსპორტის ლიცენზია − 112 ლარი;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,15 დეკემბერი 2022 წ.

N2393-IXმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე