არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 185
2005 წლის 14 ოქტომბერი
ქ. თბილისი
არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულება (დანართი №1).
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №363 - ვებგვერდი, 28.09.2011წ.
11. დამტკიცდეს „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის ფორმა“ (დანართი №2).
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №363 - ვებგვერდი, 28.09.2011წ.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართი № 1
დებულება არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ
მუხლი 1. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო
1. ეს დებულება შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც არეგულირებს არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ გარდამავალ პერიოდში.
2. ნებართვის გაცემის წესი, გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები, გამცემის უფლება-მოვალეობები და ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით.
მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური (შემდგომში - შემოსავლების სამსახური).
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №8 - სსმ III, №8, 23.01 .20 06 წ., მუხ.63
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №100 - სსმ III, №73, 01.06.2006 წ., მუხ.911
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №363 - ვებგვერდი, 28.09.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №616 – ვებგვერდი, 05.11.2014წ.
მუხლი 3. სანებართვო პირობები და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები
არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს:
ა) არაიოდიზებული მარილის საქართველოში შემოტანის სამართლებრივი საფუძველი (ხელშეკრულება, შეთანხმება, ოფიციალური წერილი და ა.შ.);
ბ) საქონლის რაოდენობისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) არაიოდიზებული მარილის შემდგომში არასაკვები მიზნით გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება), თუ არაიოდიზებული მარილის იმპორტიორი ამავდროულად მომხმარებელია – ინფორმაცია ვალდებულების შესახებ, რომლის მიხედვითაც შემოტანილი საქონელი არ გამოიყენება საკვები მიზნით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №8 - სსმ III, №8, 23.01 .20 06 წ., მუხ.63
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №100 - სსმ III, №73, 01.06.2006 წ., მუხ.911
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №363 - ვებგვერდი, 28.09.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის დადგენილება №114 - ვებგვერდი, 30.03.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №616 – ვებგვერდი, 05.11.2014წ.
მუხლი 4. ნებართვის შევსება და რეგისტრაცია
1. ნებართვას აქვს ინდივიდუალური ნომერი. ნებართვა შესაძლებელია, გაიცეს როგორც წერილობითი, ისე, ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.
2. წერილობითი ნებართვა ივსება ორ პირად, რომელთაგან ერთი პირი რჩება ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მეორე პირი გადაეცემა ტვირთის მფლობელს ან ტვირთის მფლობელის ნდობით აღჭურვილ პირს.
3. ნებართვის ელექტრონულად გაცემის შემთხვევაში, როდესაც შემოსავლების სამსახურისათვის ხელმისაწვდომია ნებართვების ელექტრონული ბაზა, მისი დედნის წარდგენა საბაჟო ორგანოში სავალდებულო არ არის.
4. (ამოღებულია – 01.12.2011, №445).
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №100 - სსმ III, №73, 01.06.2006 წ., მუხ.911
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №363 - ვებგვერდი, 28.09.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №445 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №616 – ვებგვერდი, 05.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №435 – ვებგვერდი, 06.09.2019წ.
დანართი №2
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №363 - ვებგვერდი, 28.09.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №445 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
არაიოდიზებული მარილის იმპორტის
ნებართვა № 000000
„____“ ________ 201 ___ წ.
განმცხადებელი (იმპორტიორი) -------------------------------------------------------------------
პირის საიდენტიფიკაციო ნომერი-----------------------------------------------------------------
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი ----------------------------------------------------------
მწარმოებელი ქვეყანა -------------------------------------------------------------------------------
მწარმოებელი კომპანია ----------------------------------------------------------------------------
ექსპორტიორი ---------------------------------------------------------------------------------------
მარილის დანიშნულება ---------------------------------------------------------------------------
ხელშეკრულების № და თარიღი -----------------------------------------------------------------
წონა (კგ) ---------------------------------------------------------------------------------------------
გამცემი ორგანოს დასახელება ------------------------------------------------------------
უფლებამოსილი პირი ------------------------------- ---------------------------------
(სახელი, გვარი)
(ხელმოწერა)
ბ.ა.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე: