ბრძანება N 20679

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.08.2023
№ დოკუმენტი 20679
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20679

22 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------")

(მის: "------")

2023 წლის 16 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 ივნისის (ოქმი №68) და 4 აგვისტოს (ოქმი №82) სხდომებზე განიხილა ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------") №81728/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის 30 იანვრის №025-36 ბრძანებას, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №025-36/1 ბრძანებას შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 30 იანვრის №025-36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ 2023 წლის 1 თებერვლის №025-2023-013911 ბრძანებას და 2023 წლის 12 აპრილის №2023/025-36/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 30 იანვრის №025-36 ბრძანების თანახმად, შპს N1-ის (ს/ნ "------") საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედოს მის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. ამავე დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ.

გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს გაეცნო 2023 წლის 16 ივნისს (მას შემდეგ, რაც მას საგადასახადო ორგანოდან შეატყობინეს, რომ მითითებულ დოკუმენტებს ავტორიზებულ გვერდზე გასცნობოდა). მანამდე, როგორც აღმოჩნდა, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 30 იანვრის №025-36 ბრძანება 16 მარტს გამოქვეყნებული იყო საჯარო შეტყობინების სახით. თუმცა მიუხედავად ამისა, გასაჩივრების ვადის ათვლის მიზნით საჯარო შეტყობინება არ უნდა იქნეს გათვალისწინებული, ვინაიდან მომჩივანი ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა, ბრძანება მას არ გაგზავნია საცხოვრებელ მისამართზე და საგადასახადო ორგანოს ამ შეტყობინების გავრცელებამდე არ უცდია მისთვის შეეტყობინებინა ბრძანების არსებობის შესახებ. ბრძანებას გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებულ გვერდზე. შესაბამისად, გასაჩივრების ვადა დაცულია და საჩივარი არსებითად უნდა იქნეს განხილული.

პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვისას სასამართლოს კომპეტენცია არაა ცრუმაგიერი პირის პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრა. სასამართლოს მიერ მხოლოდ ის დგინდება, არის თუ არა პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირი ანუ გამოიყენებოდა თუ არა პირი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით. ცრუმაგიერი პირის მიმართ განსახორციელებელ ღონისძიებათა ფარგლები, ლოგიკურად, უნდა განსაზღვროს საგადასახადო ორგანომ მის მიერ გამოცემულ შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ბრძანების თანახმად, „2018 წლის 3 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით (გამყიდველი - შპს „-------“) "------"-მა შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: "------", ფართით 256.90 კვ.მ. (ს/კ "------"). 2019 წლის 29 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით (გამყიდველი - "------"; ნასყიდობის საგნის ღირებულება - 36 000 აშშ დოლარი) "------"-მა შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე:"------"-ში , 363 კვ.მ. (ს/კ "------")“. მითითებული ორი ნივთიდან ყადაღა დაედო ერთ ნივთს ("------"-ში , 363 კვ.მ. (ს/კ"------")). ამის გარდა, ყადაღა დაედო ორ უძრავ ნივთს, რომელთაგან ერთი (ს/კ "------") შეძენილია 2010 წელს, ხოლო მეორე (ს/კ "------") 2006 წელს (ჩუქებით). გარდა ამისა, ვალდებულების განსაზღვრის გარეშე ინკასო გავრცელდა მის საბანკო ანგარიშებზე.

საგადასახადო ორგანო ვალდებულია განსაზღვროს მისი ვალდებულების ფარგლები და მხოლოდ ამ ფარგლებში მიმართოს მის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებებზე და საბანკო ანგარიშებზე უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამასთან, საგადასახადო ორგანომ უზრუნველყოფის ღონისძიებები საერთოდ არ უნდა მიაქციოს იმ ქონებებზე, რომლებიც მითითებული არ არის სასამართლოს ბრძანებაში ან მომჩივნის საკუთრებას წარმოადგენდა სადავო ოპერაციების განხორციელებამდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება, რომლის თანახმად, შპს "------", "------", "------", "------", "------", "------", "------", "------", "------", "------", "------", "------""------", "------", "------", "------"და "------"აღიარებულ იქნენ შპს „N1 ის “ ცრუმაგიერ პირებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის №--------------- და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 30 იანვრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №025-36 ბრძანებით, შპს „N1“-ს (ს/ნ "------") საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის, ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------") საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

2023 წლის 30 იანვრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №025-36 ბრძანება მომჩივანს გაეგზავნა ფოსტის საშუალებით ორჯერ, რომელიც ვერ ჩაბარდა და უკან მობრუნდა. ბრძანება გამოქვეყნებული იქნა საჯაროდ 2023 წლის 16 მარტს. ამასთან, ელექტრონულად გაეცნო 2023 წლის 16 ივნისს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 2 ივნისს გამოცემულ იქნა №025-36/1 ბრძანება ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------") „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2023 წლის 30 იანვრის №025-36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ და ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ქონებაზე ყადაღის დადებას (აღწერას) განახორციელებს ვალის მართვის დეპარტამენტის ვალის მართვის #4 სამმართველო მთავარი სპეციალისტი "------", სპეციალისტი "------", მთავარი სპეციალისტი "------", უფროსი სპეციალისტი "------", სპეციალისტი "------", მთავარი სპეციალისტი "------";".

 

2023 წლის 30 იანვრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №025-36 ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 12 აპრილს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №2023/025-36/1 აქტი, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 16 ივნისს. „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №2023/025-36/1 აქტი, ასევე გამოქვეყნებული იქნა საჯაროდ 2023 წლის 14 ივნისს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, ფ/პ "------"-ის (ს/ნ "------") მიმართ ასევე გამოცემულ იქნა „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ 2023 წლის 1 თებერვლის №025-2023- 013911 ბრძანება. საინკასო დავალების საფუძველზე თანხის ჩამოწერა არ განხორციელებულა. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ ვებ-გვერდზე (www.rs.ge), რომელსაც გაეცნო 2023 წლის 16 ივნისს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის 30 იანვრის №025-36 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მართალია, პირს სადავო 2023 წლის 30 იანვრის №025-36 ბრძანება წერილობითი ფორმით 2-ჯერ გაეგზავნა და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, თუმცა საქმეზე არსებული მასალებიდან არ დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებამდე მისი ჩაბარების უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა საშუალება სრულყოფილად გამოიყენა, რაც სადავო დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წინაპირობა და საფუძველი გახდებოდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვადა აღნიშნულ ნაწილში არ უნდა ჩაითვალოს გაშვებულად და ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------") საჩივარი დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაადოს გადამხდელის ქონებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის 12 აპრილის №2023/025-36/1 აქტის ნაწილში შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42–ე მუხლის მე–6 ნაწილის შესაბამისად ქონებაზე ყადაღის (აღწერის) დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის.

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №025-36/1 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. 2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

„საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ 2023 წლის 1 თებერვლის №025-2023-013911 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება, რომლის თანახმად, შპს „ "------", "------", "------", "------", "------", "------", "------", "------", "------", "------", "------", "------", "------", "------", "------"და "------"აღიარებულ იქნენ შპს „N1 - ის “ ცრუმაგიერ პირებად. ამასთან, შპს „N1-ის “ (ს/ნ "------") 2023 წლის 4 აგვისტოს მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 30 მაისის №11805 ბრძანებაზე, რომლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გაუქმდეს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების და ქონებაზე ყადაღის დადების ღონისძიება გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მთელ ქონებაზე, გარდა იმ ქონებისა, რომლის რეალიზაციას ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე მოსამართლის ბრძანება, ცრუმაგიერობის ფარგლების გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 30 მაისის №11805 ბრძანების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიებები გაავრცელოს ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------") ცრუმაგიერობის ფარგლების გათვალისწინებით.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 30 მაისის №11805 ბრძანების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიებები გაავრცელოს ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------") ცრუმაგიერობის ფარგლების გათვალისწინებით;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო საწარმოს ცრუმაგიერი პირის, მომჩივანის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივანის მიმართ ასევე გამოცემულ იქნა „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ ბრძანება. საინკასო დავალების საფუძველზე თანხის ჩამოწერა არ განხორციელებულა. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ ვებ-გვერდზე.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

238,241,243,246