სასესხო ფასიანი ქაღალდით მიღებული პროცენტის დაბეგვრა N 2123

2123 სასესხო ფასიანი ქაღალდით მიღებული პროცენტის დაბეგვრა - (ძალადაკარგული) 26.10.2010
№ დოკუმენტი 2123
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სასესხო ფასიანი ქაღალდით მიღებული პროცენტის დაბეგვრა N 2123

ფაქტობრივი გარემოებები

•2010 წელს იურიდიულმა პირმა საფონდო ბირჟის ლისტინგში დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიიღო შემოსავალი

•საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული (ბირჟის მონაცემით) სიის შესაბამისად აღნიშნული სასესხო ფასიანი ქაღალდების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი აღემატება 25 პროცენტს (სსკ 196 მუხლი)

•2011 წელს დადგინდა, რომ ემიტენტის (არ არის ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი) მიერ საფონდო ბირჟისათვის მიწოდებული ინფორმაცია არასწორია - თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი არ აღემატება 25 პროცენტს

შეფასება

•თუ დაცული იქნებოდა სსკ 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის პირობა:

- აგენტს არ ქონდა გადახდის წყაროსთან პროცენტის დაბეგვრის ვალდებულება

- პროცენტი ერთობლივ შემოსავალში შეტანას არ ექვემდებარებოდა

•საფონდო ბირჟისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეული გადახდის წყაროსთან შეუსრულებელი ვალდებულების დაფარვა უნდა უზრუნველყოს ემიტენტმა (საგადასახადო აგენტმა)

•რადგან დაცული არ იქნა სსკ 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის პირობა, პროცენტის მიმღებმა პირმა პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი უნდა დაბეგროს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ამასთან, პირი არ უნდა დაჯარიმდეს

ღონისძიებები

•საფონდო ბირჟისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისათვის ემიტენტის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 1422 მუხლით დადგენილი სანქცია

•საგადასახადო აგენტს უნდა დაერიცხოს გადახდის წყაროსთან დაუკავებელი გადასახადი და ჯარიმა სსკ 134-ე და 132-ე მუხლების მიხედვით

•პროცენტის მიმღები პირის 2010 წლის ერთობლივ შემოსავალში შეიტანება პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი და დაიბეგრება საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის პირი არ დაჯარიმდება

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით