N 286 - 29/08/2013 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 29.08.2013
№ დოკუმენტი 286
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №286

2013 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (200090000.22.033.016112, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებული ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 64-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირს, რომელსაც სტატუსი მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უუქმდება მინიჭებული სტატუსი, თუ სტატუსის მინიჭებიდან ნებისმიერი მომდევნო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით მის მიერ დეკლარირებული ან/და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა 200 000 ლარზე ნაკლებია.“.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლი

გიორგი თაბუაშვილი