N 332 - 02/10/2013 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის N322 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 02.10.2013
№ დოკუმენტი 332
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №332

2013 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის N322 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის N322 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 30/09/2013წ., 200090000.22.033.016568) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის მიზნით, 2012 წლის 5 ივლისი - დეკემბრის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული/გამოყენებული (გარდა აქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენებულისა) იმპორტირებული საქონლის მიხედვით აქციზის დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება 2012 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის პირველადი/დაზუსტებული დეკლარაციით.“.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 2 ოქტომბრიდან.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური