N 2987-XIმს-Xმპ - 31/05/2023 - „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. გრანტად მიიჩნევა აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტი.“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი2“ ქვეპუნქტი:
„ი2) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტის შემთხვევაში;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,31 მაისი 2023 წ.
N2987-XIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე