N 648 - 31/12/2025 - „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №648
2025 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017642) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“:
1. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოემსახუროს მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც აღჭურვილია:
ზ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობით − ტაქოგრაფით, 50 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის მოძრაობისას;
ზ.ბ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით;“.
2. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ავტოსადგურებისათვის ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის:
ა) „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა თბილისსა და ბათუმს შორის მოძრაობისას ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან, ხოლო საქართველოში მდებარე ყველა სხვა დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის მოძრაობისას ამოქმედდეს 2027 წლის 1 დეკემბრიდან;
ბ) „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა თბილისსა და ბათუმს შორის მოძრაობისას ამოქმედდეს 2027 წლის 1 მარტიდან, ხოლო საქართველოში მდებარე ყველა სხვა დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის მოძრაობისას ამოქმედდეს 2027 წლის 1 დეკემბრიდან.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე