აქტივის უსასყიდლოდ გადაცემის დაბეგვრა N 2635

2635 აქტივის უსასყიდლოდ გადაცემის დაბეგვრა 23.02.2017
№ დოკუმენტი 2635
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

აქტივის უსასყიდლოდ გადაცემის დაბეგვრა N 2635

ფაქტობრივი გარემოებები

· შპს „X“ -მა 2017 წლის მარტის თვეში 200 000 ლარად შეიძინა მსუბუქი (8703) ავტომობილი. აპრილის თვეში საწარმოში მიმდინარე საგადასახადო შემოწმებით დგინდება, რომ მარტში შეძენილი ავტომობილი უსასყიდლოდ გადასცა საკუთრებაში ფიზიკური პირ „Y“-ს, რომელსაც არ გააჩნია გადასახადის გადამხდელის მოწმობა. პირებს შორის სსკ-ის მე-19 მუხლით დადგენილი ურთიერთდამოკიდებულება ვერ დგინდება. ამასთან, გადაცემის მომენტში ავტომობილის საბაზრო ფასი 250 000 ლარი იყო.

· საწარმოს აღნიშნულ ოპერაციაზე საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებია.

შეფასება

· სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. ამასთან, ამავე კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემა, როდესაც უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების გადაცემა, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაბეგრილია გადახდის წყაროსთან. სსკ-ის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით.

· უსასყიდლოდ გადაცემული საქონლის ღირებულება 250 000 ლარის ოდენობით ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაკავებას და 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. ამასთან, ავტომობილის შესაძენად გადახდილ 200 000 ლარს და უსასყიდლოდ მიწოდებაზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადის ხარჯს (ფინანსურად ხარჯია) მოგების გადასახადი არ დაერიცხება.

ღონისძიებები

· საწარმოს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი და დაჯარიმდება სსკ-ით დადგენილი წესის შესაბამისად.

სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით