N 5372-IIს - 06/12/2011 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 06.12.2011
№ დოკუმენტი 5372-IIს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12. 10. 2010, მუხ. 343) 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 43-ე ნაწილი:

„43. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 45 წლიდან 60 წლამდე ასაკის პირის მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირისაგან ან ფიზიკური პირისაგან ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი ახალ სამუშაო ადგილზე დაქირავებით მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში, თუ პირმა ამ სამუშაო ადგილზე დაქირავებით მუშაობა დაიწყო 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ივლისამდე და მუშაობის დაწყებამდე 3 თვის განმავლობაში უმუშევარი იყო. ეს წესი არ გამოიყენება, თუ პირი ზემოაღნიშნულ დამქირავებელთან დასაქმდება იმავე სამუშაო ადგილზე უკვე დაქირავებული პირის გათავისუფლების შემთხვევაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი

თბილისი,2011 წლის 6 დეკემბერი.

№ 5372-IIს