გამოქვითვები სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიხედვით N 0209
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
გამოქვითვები სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიხედვით N 0209
ფაქტობრივი გარემოებები
· იმპორტირებული საქონლის მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვები განხორციელებულია სასაქონლო დეკლარაციაში დაფიქსირებული ღირებულებით
· I ვარიანტი: გადამხდელმა იმპორტირებულ საქონელზე სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად ვერ წარმოადგინა ხარჯის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი
· II ვარიანტი: იმპორტირებულ საქონელზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ხარჯის დამადასტურებელ პირველად საგადასახადო დოკუმენტში ფიქსირდება განსხვავებული ღირებულება
შეფასება
· სსკ-ის 105-ე (ძვ. 177-ე) მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება მხოლოდ შეძენისას დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია ამ შემოსავლის მიღებასთან
· I ვარიანტში გაზრდილია გამოსაქვითი ხარჯი სასაქონლო დეკლარაციაში დაფიქსირებული შესყიდვის ღირებულებით
· II ვარიანტში ხარჯი გაზრდილია სასაქონლო დეკლარაციასა და ხარჯის დამადასტურებელ პირველად საგადასახადო დოკუმენტში დაფიქსირებული ღირებულებების სხვაობით
ღონისძიებები
· ორივე შემთხვევაში, უნდა გადაანგარიშდეს გამოსაქვითი ხარჯები და დაზუსტდეს დასაბეგრი მოგება
· პირი დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლით
ხარჯების დოკუმენტურად დადასტურების ვალდებულება არ ეხება სსკ-ის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებს.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით