გადაწყვეტილება №95641/1/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.06.2025
№ დოკუმენტი 95641/1/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№95641/1/2025

23 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 14.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №95641/1/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 3.10.2024 წლის

№90210/1/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2025 წლის №081-76 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 6 086 875,02 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 2 830 365

დღგ - 442 419

მოგების გადასახადი - 5 215

საშემოსავლო გადასახადი - 2 382 731

ჯარიმა - 1 512 423

საურავი - 1 744 087,02

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.04.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №081-88 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.07.2023 წლის №17857 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 16.11.2023 წლის №20558/2/2023 გადაწყვეტილებით:

- ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 24.07.2023 წლის №17857 ბრძანება. მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს:

ა) პირველ სადავო საკითხთან (მიწის საბაზრო ფასზე მეტი თანხის გადახდის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა) დაკავშირებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ექსპერტიზის დასკვნის შედგენის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) მე-2 სადავო საკითხთან (უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხის ავანსად განხილვა და ნასყიდობის ფასზე მეტი თანხის გადახდისას ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად ჩათვლა) დაკავშირებით, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად:

ა) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს პირველი სადავო საკითხი;

ბ) მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის და სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს 7.12.2022 წლის №21 (13.12.2022 წლის №124704-21-15) სხდომის ოქმის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს მე-2 სადავო საკითხი;

გ) სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 16.11.2023 წლის №20558/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შეფასების ალტერნატიული დასკვნის წარმოდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების შემცირების საფუძველი არ არსებობს.

გადაწყვეტილების შესაბამისად შესწავლილ იქნა უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხის ავანსად განხილვის და ნასყიდობის ფასზე მეტი თანხის გადახდისას ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად ჩათვლის საკითხი სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს 7.12.2022 წლის №21 (13.12.2022 წლის №124704-21-15) სხდომის ოქმის გათვალისწინებით, რის შედეგადაც სესხად კვალიფიცირებას დაექვემდებარა „--------“-თან 50 000 აშშ დოლარზე გაფორმებული ხელშეკრულების ( „--------“ ) (ბინა კომპანიის მიერ გამოსყიდულ იქნა 2021 წლის აგვისტოს თვეში) ფარგლებში მიღებული და გადახდილი თანხა. გამომდინარე იქიდან, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხის ავანსად დაბეგვრა მოხდა 2021 წლის 1 აპრილამდე პერიოდში, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების მიერ მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება წინა პერიოდში დაბეგრილი და შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მხრიდან დაბრუნებული თანხებით. შედეგად გადამხდელს გადაანგარიშების შედეგად უმძიმდება საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება არ განხორციელდა.

აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 24.05.2024 წლის №081-106 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 3.10.2024 წლის №90210/1/2024 გადაწყვეტილებით:

- ნაწილობრივ გაუქმდა აუდიტის დეპარტამენტის 24.05.2024 წლის №081-106 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გამოსყიდული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საბჭოში საჩივრის განხილვის ეტაპზე მომჩივნის მიერ წარმოდგენილი, აგრეთვე ამ გადაწყვეტილების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, ოპერაციის კვალიფიკაცია განსაზღვროს სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს 7.12.2022 წლის №21 (13.12.2022 წლის №124704-21-15) სხდომის ოქმის მიხედვით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 3.10.2024 წლის №90210/1/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის დასკვნის მიხედვით, მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე გამოსყიდულ უძრავ ქონებასთან მიმართებით ოპერაციის კვალიფიკაცია განისაზღვრა სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს 7.12.2022 წლის №21 (13.12.2022 №124704-21-15) სხდომის ოქმის გათვალისწინებით, რის შედეგადაც სესხად კვალიფიცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების პერიოდში გამოსყიდულ ბინებზე გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული და გადახდილი თანხა. გაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმების პერიოდში გამოსყიდული უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ ავანსად დაბეგრილი თანხებით შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რამაც შეადგინა 640 727 ლარი. ამასთანავე, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხის ავანსად დაბეგვრა მოხდა 2021 წლის 1 აპრილამდე პერიოდში (წინა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში), შემოწმების ეტაპზე შესამოწმებელ პერიოდში მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება წინა პერიოდში დაბეგრილი და შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მხრიდან დაბრუნებული თანხებით. აღნიშნულთან მიმართებაში გაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა საგადასახადო შემოწმების აქტით შემცირებას დაქვემდებარებული თანხით, რამაც შეადგინა 554 929 ლარი. ასევე, სესხად კლასიფიცირებულ თანხებზე საწარმოსგან პროცენტის სახით დაბრუნებული თანხა გაანგარიშების ეტაპზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით (საშემოსავლო გადასახადი 36 019 ლარი), ხოლო ნასყიდობის ფასზე მეტი თანხის გადახდისას ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად ჩათვლის საკითხთან მიმართებაში შემცირებას დაექვემდებარა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რასთან დაკავშირებითაც მოგების გადასახადი შემცირდა 5 216 ლარით. შედეგად გადამხდელს გადაანგარიშების შედეგად უმძიმდება საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აქტით დარიცხული თანხების გაანგარიშება არ განხორციელდა.

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 14.04.2025 წლის №081-76 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი 5.06.2025 წელს წარმოდგენილ დაზუსტებულ საჩივარში მიუთითებს, რომ მიუღებელია დარიცხული თანხების შემცირებაზე უარის თქმის მოტივი, ვინაიდან კომპანიის მიერ წინარე ნასყიდობის საფუძველზე მიწოდებული უძრავი ქონებების უკან დაბრუნებისას, რეალურად გაუქმდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია, კერძოდ აღნიშნული ოპერაციები თავისი შინაარსით წარმოადგენდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებას, რაშიც დავების განხილვის საბჭო ერთხელ უკვე დაეთანხმა მხარეს საკუთარი გადაწყვეტილებით.

აუდიტის დეპარტამენტის გადაანგარიშების დასკვნაში აღნიშნულია, რომ დასაბეგრი ბრუნვების დაკორექტირება იმიტომ არ მოხდა, რომ იზრდება გადახდილი პროცენტზე გადასახდელი 5%-იანი საშემოსავლო გადასახადი.

აღნიშნული მითითება ყოველგვარ დასაბუთებას მოკლებულია, ვინაიდან ფაქტობრივად შეუძლებელია სესხის ძირის თანხის დაბრუნებისას გადასახდელი პროცენტი სულ მცირე 4-ჯერ მეტი იყოს ძირ თანხაზე. დავუშვათ, თუ კომპანიას ფიზიკური პირისგან სესხის სახით მიღებული აქვს 100 000 ლარი, ეს ოპერაცია რომ განვიხილოთ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად გადასახდელი დღგ შეადგენს 18 000 ლარს, ხოლო თუ ამავე სესხზე კომპანიამ ძირი თანხის გარდა გამსესხებელს გადაუხადა 50 000 ლარი საპროცენტო სარგებელი, ამ პროცენტზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 50 000*0,05=2 500 ლარს. თუ მივყვებით აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომ გადასახდელი პროცენტებით პირის საგადასახადო მდგომარეობა მძიმდება მაშინ 100 000 ლარიან სესხზე პროცენტის სახით უნდა გადაეხადა მინიმუმ 360 000 ლარი, რაც სრული აბსურდია.

გარდა ამისა, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი განმარტავს, რომ წინა საგადასახადო პერიოდის დარიცხვა შესულია კანონიერ ძალაში და ვერ ხდება წინა საგადასახადო პერიოდთან ერთად მიმდინარე დარიცხვის ფარგლებში არსებული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება.

მიუღებელია ზემოხსენებული მსჯელობა, ვინაიდან წინა საგადასახადო პერიოდზე დარიცხვის კანონიერ ძალაში შესვლა არ ზღუდავს საგადასახადო ორგანოს მიმდინარე დარიცხვის პერიოდზე დააკორექტიროს დღგ-ის თანხა, კერძოდ საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით - დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკითხის შესწავლისას უნდა მომხდარიყო შესამოწმებელ პერიოდზე კვალიფიკაციის ცვლილება, კერძოდ მიღებული ავანსების სესხად განხილვა, ხოლო წინა პერიოდში მიწოდებულ ბინებზე (სესხებზე) ვინაიდან გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია სწორედ ამ ბოლო შემოწმების ფარგლებში უნდა მომხდარიყო აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება/გაუქმება.

თუ არ მოხდება ზემოხსენებული საკითხის მითითებული სამართლებრივი გზით გადაჭრა, გამოდის, რომ დღგ-ის გადახდა 2-ჯერ უწევს ბიუჯეტში, პირველი სესხის აღების მომენტში წინარე ნასყიდობის გაფორმებისას, ხოლო მეორე - დაბრუნებული უძრავი ქონების სხვა რეალურ შემძენთან გადაფორმებისას, რაც სრულად ეწინააღმდეგება დღგ-ის პრინციპს.

ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულება და უნდა დაევალოს დარიცხული თანხების შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.12.2024 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი უძრავ ქონებაზე უფლების წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე ახორციელებს მშენებარე უძრავ ქონებაზე სამომავალო საკუთრების უფლების გადაცემას. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, გამყიდველი მყიდველს გადასცემს მშენებარე უძრავ ქონებაზე სამომავლო საკუთრების უფლებას, ხოლო მყიდველი ვალდებულია შეთანხმებული გრაფიკით გადაიხადოს ბინის ღირებულება (ავანსი). ცალკეულ შემთხვევებში არარეზიდენტ ფიზიკურ პირებთან გაფორმებულ სტანდარტულ წინარე ხელშეკრულებასთან ერთად შედგენილია დამატებითი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც გამყიდველი იტოვებს უფლებას, გამოისყიდოს მყიდველისგან მთლიანი ნასყიდობის საგანი გაზრდილი ღირებულებით. თანხის მიღების მომენტში ჩგდ-ის შინაარსში მითითებულია, რომ თანხა წარმოადგენს ბინის საფასურს. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება მყიდველებთან თანხის ნაწილის დაბრუნება, რომელსაც განიხილავს პროცენტის სახით განაცემად და ბეგრავს გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით. ერთ-ერთ ხელშეკრულებასთან მიმართებაში (გაფორმებული „--------“-თან 50 000 აშშ დოლარზე „--------“) შესამოწმებელ პერიოდში მოხდა როგორც ბინის ღირებულების სრული დაფარვა, ასევე, პროცენტად დარიცხული თანხის გაცემა და 2021 წლის აგვისტოს თვეში შეწყდა აღნიშნულ პირზე ნასყიდობის უფლების წინასწარი რეგისტრაცია.

უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხის ავანსად განხილვის და ნასყიდობის ფასზე მეტი თანხის გადახდისას ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, საბჭოს 3.10.2024 წლის №90210/1/2024 გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია მომჩივნის არგუმენტებზე ბინების გამოსყიდვასთან დაკავშირებით და საბჭომ მიუთითა სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს 7.12.2022 წლის №21 (13.12.2022 წლის №124704-21-15) სხდომის ოქმზე, რომლის მიხედვით საბჭომ დაადგინა:

- მხარეთა გარიგება (განხორციელებული ოპერაცია) სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გადაკვალიფიცირდეს, თუკი გარემოებათა შესწავლისას გამოვლინდება მხარეთა რეალური ნება, და ის განსხვავდება განსახილველ გარიგებაში დაფიქსირებულისაგან, ანუ მხარეთა ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ნების გამოხატულება ნაკლოვანია ამა, თუ იმ გამორკვეული/დადგენილი მიზეზით (სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების/გარიგების სახეების გამოყენებით, თვალთმაქცობა, შეცდომა და ა.შ.).

- მხარეთა ნების ნაკლოვანება შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი გზით:

1. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში,2. აუდიტორული შემოწმების ფარგლებში,3. საგადასახადო დავის წარმოების ფარგლებში.

- თუ კომპანია, უძრავი ქონების რეალიზაციის დროს ხელშეკრულებაში აფიქსირებს და გამოხატავს ნებას - ქონების გაყიდვას-გამოსყიდვის უფლებით, რომელიც შესაძლოა არ შეესაბამებოდეს და გამოხატვის ფორმა ასცდა მხარეთა რეალურ ნებას, ასეთი ქონების ჯერ მიწოდების და შემდეგ ამ ქონების გამოსყიდვის ოპერაციები ერთობლიობაში შესაძლებელია დაბეგვრის მიზნებისათვის განხილულ იქნეს, როგორც სასესხო (ქონების უზრუნველყოფით) გარიგება.

- ოპერაციების გადაკვალიფიცირების შესაძლებლობა მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული ისეთი გარიგებების მიმართ, როცა ქონების გაყიდვა-გამოსყიდვა საგადასახადო შემოწმების პერიოდშივეა განხორციელებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ ნასყიდობა - გამოსყიდვის ოპერაცია შინაარსით სასესხო ოპერაციაა).

საბჭოს 3.10.2024 წლის №90210/1/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ უძრავი ქონების გამოსყიდვასთან დაკავშირებით, მომჩივნის მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილია გამოსყიდული ბინების რეესტრი. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადამოწმებული იქნა აღნიშნული მონაცემები და საჯარო რეესტრის ბაზების მიხედვით, მითითებული ბინების გამოსყიდვა ფიქსირდება.

უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხის ავანსად განხილვის და ნასყიდობის ფასზე მეტი თანხის გადახდისას ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, საბჭოს 3.10.2024 წლის №90210/1/2024 გადაწყვეტილების მიხედვით, მიჩნეული იქნა, რომ 16.11.2023 წლის №20558/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას და გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გამოსყიდული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოში საჩივრის განხილვის ეტაპზე მომჩივნის მიერ წარმოდგენილი, აგრეთვე ამ გადაწყვეტილების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, ოპერაციის კვალიფიკაცია განსაზღვროს სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს 7.12.2022 წლის №21 (13.12.2022 წლის №124704-21-15) სხდომის ოქმის მიხედვით.

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებამ მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე გამოსყიდულ უძრავ ქონებასთან მიმართებით ოპერაციის კვალიფიკაცია განსაზღვრა სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს 7.12.2022 წლის №21 (13.12.2022 №124704-21-15) სხდომის ოქმის გათვალისწინებით, რის შედეგადაც სესხად კვალიფიცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების პერიოდში გამოსყიდულ ბინებზე გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული და გადახდილი თანხა. შემოწმებამ გაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმების პერიოდში გამოსყიდული უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ ავანსად დაბეგრილი თანხებით შეამცირა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რამაც შეადგინა 640 727 ლარი. ამასთანავე, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხის ავანსად დაბეგვრა მოხდა 2021 წლის 1 აპრილამდე პერიოდში (წინა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში), შემოწმების ეტაპზე შესამოწმებელ პერიოდში მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება წინა პერიოდში დაბეგრილი და შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მხრიდან დაბრუნებული თანხებით. აღნიშნულთან მიმართებაში გაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა საგადასახადო შემოწმების აქტით შემცირებას დაქვემდებარებული თანხით, რამაც შეადგინა 554 929 ლარი. ასევე, სესხად კლასიფიცირებულ თანხებზე საწარმოსგან პროცენტის სახით დაბრუნებული თანხა გაანგარიშების ეტაპზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით (საშემოსავლო გადასახადი 36 019 ლარი), ხოლო ნასყიდობის ფასზე მეტი თანხის გადახდისას ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად ჩათვლის საკითხთან მიმართებაში შემცირებას დაექვემდებარა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რასთან დაკავშირებითაც მოგების გადასახადი შემცირდა 5 216 ლარით. შედეგად გადამხდელს გადაანგარიშების შედეგად უმძიმდება საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აქტით დარიცხული თანხების გაანგარიშება არ განხორციელდა.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხი შესწავლილია სრულყოფილად საბჭოს 3.10.2024 წლის №90210/1/2024 გადაწყვეტილებით განსაზღვრული დავალების ფარგლებში. კერძოდ, საბჭო ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, გარკვეული ნაწილი წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხების ავანსად დაბეგვრა მოხდა წინა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში. გაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა საგადასახადო შემოწმების აქტით შემცირებას დაქვემდებარებული თანხით. საწარმოსგან პროცენტის სახით დაბრუნებული თანხა გაანგარიშების ეტაპზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით, ხოლო მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შემცირებას დაექვემდებარა ნასყიდობის ფასზე მეტი თანხის გადახდისას ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად ჩათვლის საკითხთან მიმართებაში. ყოველივე აღნიშნულის შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე ხდება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, რაც დაუშვებელია საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 3.10.2024 წლის №90210/1/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2025 წლის №081-76 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკითხის შესწავლისას უნდა მომხდარიყო შესამოწმებელ პერიოდზე კვალიფიკაციის ცვლილება, კერძოდ მიღებული ავანსების სესხად განხილვა, ხოლო წინა პერიოდში მიწოდებულ ბინებზე ვინაიდან გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია სწორედ ამ ბოლო შემოწმების ფარგლებში უნდა მომხდარიყო აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება/გაუქმება.აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულება და უნდა დაევალოს დარიცხული თანხების შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადაწყვეტილების შესაბამისად შესწავლილ იქნა უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხის ავანსად განხილვის და ნასყიდობის ფასზე მეტი თანხის გადახდისას ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად ჩათვლის საკითხი სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს სხდომის ოქმის გათვალისწინებით, რის შედეგადაც სესხად კვალიფიცირებას დაექვემდებარა ფიზიკურ პირთა 50 000 აშშ დოლარზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული და გადახდილი თანხა. გამომდინარე იქიდან, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხის ავანსად დაბეგვრა მოხდა 2021 წლის 1 აპრილამდე პერიოდში, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების მიერ მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება წინა პერიოდში დაბეგრილი და შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მხრიდან დაბრუნებული თანხებით. შედეგად გადამხდელს გადაანგარიშების შედეგად უმძიმდება საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. შესაბამისად, სსკ-ის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება არ განხორციელდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 3.10.2024 წლის №90210/1/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2025 წლის №081-76 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

982,179,2982,304(21).