გადასახადის დაუკავებლობა გადახდის წყაროსთან N 2410
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
გადასახადის დაუკავებლობა გადახდის წყაროსთან N 2410
ფაქტობრივი გარემოებები
· შემოწმებით გამოვლინდა, რომ საწარმომ დაქირავებულებს აუნაზღაურა 10 000 ლარი და დაუკავა საშემოსავლო გადასახადი 2 000 ლარის ოდენობით (10 000 ლარის 20%)
· ამ პერიოდისათვის საწარმოს ერიცხებოდა სალდირებული ზედმეტობა 800 ლარის ოდენობით
· ვარიანტი 1: საწარმომ ბიუჯეტში გადაიხადა მხოლოდ 500 ლარი და ამავდროულად წერილობით მიმართა საგადასახადო ორგანოს 800 ლარის საშემოსავლო გადასახადში გადატანის მოთხოვნით
· ვარიანტი 2: საწარმომ ბიუჯეტში გადაიხადა მხოლოდ 500 ლარი და ამავდროულად არ მიუმართავს წერილობით საგადასახადო ორგანოსათვის 800 ლარის საშემოსავლო გადასახადში გადატანის მოთხოვნით
შეფასება
· ორივე ვარიანტში, სახეზეა წყაროსთან დაკავებული გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში არასრულად გადახდის ფაქტი
ღონისძიებები
· პირველ ვარიანტში, პირის მიმართ გავრცელდება გადასახდელი გადასახადის თანხის 10%-ის ოდენობით - ანუ 70 ლარი= ( 2 000 ლარი - 800 ლარი - 500 ლარი=700 ლარიX 10%)
· მეორე ვარიანტში, პირის მიმართ გავრცელდება გადასახდელი გადასახადის თანხის 10%-ის ოდენობით - ანუ 150 ლარი= ( 2 000 ლარი - 500 ლარი = 1 500 ლარი X 10 %)