სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა (როცა მიეწოდება საწვავიც) N 0720

0720 სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა (როცა მიეწოდება საწვავიც) 16.11.2010
№ დოკუმენტი 0720
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა N 0720

ფაქტობრივი გარემოებები

•პირმა, გადამზიდველს სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადაუხადა 1000 ლარი და გადასცა 300 ლიტრი საწვავი (ღირებულება 450 ლარი)

•ხელშეკრულება ითვალისწინებს დამკვეთის ვალდებულებას უზრუნველყოს გადამზიდავი საჭირო საწვავით. შესაბამისად, იგი სრულად იღებს პასუხისმგებლობას გადაცემული საწვავის მხოლოდ დანიშნულებით გამოყენებაზე (გახარჯვაზე)

•-გადამზიდავმა 1000 ლარი ასახა ერთობლივ შემოსავალში და დაბეგრა დღგ-ით;-შემკვეთმა ხარჯებში გამოქვითა 1450 ლარი, მათ შორის მარაგების შემცირების გზით 450 ლარი

•დადგენილია, რომ კონკრეტულ გადაზიდვაზე ფაქტობრივად გახარჯული საწვავის რაოდენობა შეადგენს 300 ლიტრს

შეფასება

•გადამხდელების მიერ სწორად არის განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის ოდენობა

ღონისძიებები

•საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება